კვირა, ივლისი 6, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ბატონო ირაკლი თქვენ ვერ ატყობთ, რომ...

პაატა მანჯგალაძე: “ბატონო ირაკლი თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით?! 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, 9 წელია იგივეს ლაპარაკობთ”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა:

პირდაპირ ვიტყვი, რომ ძალიან მძიმე გამოსვლა იყო ბატონო ირაკლი, არა იმიტომ რომ ჭეშმარიტებას ქადაგებდით, იმ პირობებში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეს არ იყო ქვეყანაზე მოფიქრალი პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, ეს იყო ერთი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ან თუნდაც ერთი პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა.

ამ მძიმე გამოსვლის შემდეგ ვინც ტაში დაგიკრათ, შეგაქოთ, როდესაც ღალატზე და მტრობაზე საუბრობდით, სწორედ ისინი არიან თქვენი მტრები, რომლებმაც ეს გამოსვლა მოგიწონეს თქვენ.

ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იცის გონიერმა ადამიანმა, რომ ადამიანი გონიერი არსებაა, ღმერთის ქმნილებაა, მაგრამ ის კარგავს აზროვნების, შემოქმედების უნარს თუ თვითკმაყოფილება შეეპარება მას.

როდესაც გისმენდით არანაირი თვითკრიტიკა არ ყოფილა თქვენს გამოსვლაში. ბატონო ირაკლი თქვენ ვერ ატყობთ, რომ ვერ ვითარდებით?! 2013 წელს რასაც ლაპარაკობდით, 9 წელია იგივეს ლაპარაკობთ და არაფერი არ გითქვამთ იმ პრობლემების შესახებ, იმ სატკივარის, გასაჭრის მოგვარების შესახებ, რომელიც ნამდვილად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, არაფერი გითქვამთ ევროინტეგრაციის საკითხზე, არაფერი გითქვამთ იმ 100 000 გულანთებულ პატრიოტებზე, რომლებსაც თქვენმა წარმომადგენელმა ჩიტი უწოდა, რას ეუბნებით იმ 100 000 ადამიანს ვინც ევროპაში ინტეგრაციის გამო გამოვიდა რუსთაველზე პარლამენტის წინ?!“, – მიმართავს პრემიერ-მინისტრს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას კიდევ ერთ დამატებით ველზე” – “ლელო – ძლიერი საქართველო”

"ლელო - ძლიერი საქართველო" საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობებს პოლიტიკური...

“სალომე ზურაბიშვილზე ისრების გადატანა უსამართლო მგონია” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში მწვავე შეფასებას აკეთებს ოპოზიური...

“ჩვენ ვართ კავკასიელები და უნდა ვიდგეთ იქ, სადაც დგას კავკასია” – მიხეილ სააკაშვილი

რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებზე საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“აუ, რა ენერგია დახარჯეს ქოცებმა ამერიკის და დიფ სთეიტის ლანძღვაში” – ელისო კილაძე

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის მიერ მზადყოფნაზე მინიშნებას, აშშ-სთან ურთიერთობის...