შაბათი, აპრილი 27, 2024

გიორგი ვაშაძე – მე გეტყვით ერთ მთავარ ინდექსს, რომელშიც რეგიონშიც და მსოფლიოშიც პირველები ვართ, ეს არის „ოლიგარქიის“ ინდექსი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და ხელისუფლების, მმართველი პარტიის მიმართ მწვავე შეფასებები გააკეთა.

ოპოზიციონერმა ლიდერმა ოლიგარქიის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ პერსონალურად ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდია საქართველოში „ოლიგარქიული რეჟიმის“ დამცველები:

ბატონო ირაკლი, საოცრად მძიმე იყო ემოციებისგან თავის შეკავება, როდესაც თქვენ გისმენდით. როგორი უადგილო და იაფფასიანი იყო ყველა ის არგუმენტი, რომელსაც ჩვენ ვისმენთ თქვენი მხრიდან… ეს არის პასუხი იმ მძიმე რეალობაზე, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება?!

თქვენ ინდექსების კორიანტელი დააყენეთ, 1000 ინდექსი მოყევით. მე გეტყვით ერთ მთავარ ინდექსს, რომელშიც რეგიონშიც და მსოფლიოშიც პირველები ვართ, ეს არის „ოლიგარქიის“ ინდექსი!

სამწუხაროდ, დღეს არცერთი გზავნილი არ გქონიათ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომლებმაც ისტორიული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ უახლოვეს დღეებში, არცერთი გზავნილი ქართველ ხალხს, თუ რას აპირებთ? რის გაკეთებას აპირებთ? მხოლოდ და მხოლოდ გზავნილი ოლიგარქს, ამით თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ დიახ საქართველოში არის „ოლიგრქული რეჟიმი“, პერსონალურად თქვენ და თქვენს გარშემო ყველა ხართ ამ რეჟიმის დამცველი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული