ოთხშაბათი, ნოემბერი 19, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გუშინ იყო თქვენს მიმართ მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულების კიდევ...

“გუშინ იყო თქვენს მიმართ მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულების კიდევ ერთი ლუსტრაცია” – ირაკლი ზარქუა “ნაციონალურ მოძრაობას”

გუშინდელ აქციაზე, თქვენ ცხადად უარი გეთქვათ, რომ თქვენ არ გაქვთ ლეგიტიმაცია ევროპულ გზაზე იყოთ ფლაგმანის როლში! არა ბატონებო, ეს საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა, რომელსაც მმართველი პარტია მხარს უჭერს, გვერდში უდგას და კონსტიტუციაშიც კი ეს გაწერა. გუშინ იყო თქვენს მიმართ მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულების კიდევ ერთი ლუსტრაცია“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე იყო განსხვავებული მრწამსის, განსხვავებული მსოფლმხედველობის უამრავი ადამიანი, რომლებიც ერთიანად, მშვიდობიანად, ევროინტეგრაციის მხარდამჭერები არიან.

მინდა ევროკავშირს მივმართო, რომ საქართველოს მოსახლეობა ვინც მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, 20-ჯერ, 30-ჯერ მეტნი ვართ. ბოლო კვლევებით 85%-ზე მეტი. ასე, რომ ეს გზა გასავლელია, ჩვენ გავივლით ამ გზას და ევროკავშირის წევრი გახდება საქართველო. თუმცა, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტის შესახებ მინდა ვთქვა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა ეს აქცია თავისზე გაეფორმებინა და ამისთვის ბევრი იშრომა ორგანიზაციულ ნაწილში, შემდეგ მოხდა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. ტრიბუნაზე არ აუშვეს არც ერთი ლიდერი იქაურმა ახალგაზრდებმა და მადლობა მათ ამისთვის. და მეორე მნიშვნელოვანი დეტალი – ის ბანერი პატიმარ სააკაშვილზე რომ აიტანეს უკან „ჩამოაბუნძულებინეს“ ისევ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, გუშინ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იყო კიდევ ერთხელ მცდელობა, რომ პროცესი რევოლუციურ სცენარში გადაეზარდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

ჩვენ, საქართველოს მთავრობას, 11 ნახევარი პუნქტი აქვს შესასრულებელი, თქვენ გაქვთ ნახევარი პუნქტი. ეს არის, რომ რამენაირად გაჩუმდეთ. ეს ღვარძლი, ეს ბოღმა ეს შეურაცხმყოფელი განცხადებები რამენაირად მოთოკოთ. ეს მაინც შეასრულეთ. დანარჩენს ჩვენ შევასრულებთ“, – ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა,

ირაკლი ზარქუას განცხადებით, ყველა ნაბიჯი, რაც „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, მიმართულია იქით, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპას კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს.

დიახ, საქართველო, ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ირაკლი კობახიძესთან ერთად, ირაკლი ღარიბაშვილთან, კახა კალაძესთან ერთად, ჩვენს გუნდთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან ერთად, მივიღებს სტატუსსაც და ევროკავშირის წევრობასაც“, – აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი არც უძლეველია და არც ყოვლისშემძლე. დაყო და ბატონობს!!!” – თათია ნიკოლაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში...

“ყველა წამს ათჯერ მეტს მოვიხდიდი, ოღონდ შენ, ჩემი ძმა არ მყავდე ტყვეობაში” – ლევან...

ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან ემოციური შეტყობინებით მიმართავს თავის თანაპარტიელს, თანამებრძოლსა...

“ივანიშვილი ვეღარ გამოძვრება ამ ხაფანგიდან, გამორიცხულია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "მეგობარი აქტის" მიმართ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...

“ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ კონკრეტულ...

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...