ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიარმაზ ახვლედიანი: უნდა მივიღოთ მყარი გარანტიები უმრავლესობის მხრიდან,...

არმაზ ახვლედიანი: უნდა მივიღოთ მყარი გარანტიები უმრავლესობის მხრიდან, რომ უახლოესი არჩევნები, როცა ის ჩატარდება, ჩატარდება კონკურენტულ, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში

თუ მართლა საქმით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ევროპული პერსპექტივა ყველასთვის, ვისაც ეს ადარდებს, რაღაცას ნიშნავს, მაშინ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები – მივიღოთ მყარი გარანტიები უმრავლესობის მხრიდან, საერთაშორისო ჩართულობით ჩვენი პარტნიორებისა, რომ უახლოესი არჩევნები, როცა ის ჩატარდება, ჩატარდება კონკურენტულ, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში, ასე ნანატრ გარემოში მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ამას ვახერხებთ, თუ ამის პოლიტიკური ნება უმრავლესობაში იარსებებს, მაშინ აზრი ექნება მუშაობის გაგრძელებას. ყველა სხვა შემთხვევაში უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ასე საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრება, საზოგადოებრივი ცხოვრება ვეღარ, აღარ გაგრძელდება“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ახლა არსებითი გადატვირთვის დროა. მისი თქმით სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივ, უნდა შეიკრიბოს ყველა დაინტერესებული მხარე, თავდაპირველად საპარლამენტო ჯგუფების და დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობით.

დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მუშაობა ერთადერთი მიმართულებით – მაგისტრალური მიმართულებით, რომ მოვამზადოთ სათანადო სამართლიანი, დემოკრატიული გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამის გარეშე, ყველა სიტყვა, ნათქვამი თქვენი მხრიდან თუ ჩვენი მხრიდან, იქნება წყლის ნაყვა და არაფერი სხვა. ევროპული პერსპექტივა არაფერს სხვას არ ნიშნავს, თუ არა არჩევნების გზით, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და ხალხის ნების გამოხატვას. საუბედუროდ, ეს ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება ჩვენს ხალხს ამდენი წელია წართმეული აქვს“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეჩვენება თუ ღარიბას მიმართ სენტიმენტები გაჩნდა მედიაში?!” – ელისო კილაძე

კრიტიკულ მედიაში მთავრობის ყოფილ მეთაურ, ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ...

“ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი საკუთარ თავში ეძებს მარცხის მიზეზს, ეს უსამშობლოები კი ხალხს აბრალებენ...

„როდესაც რაღაცას არასწორად აკეთებ, რაღაც არ გამოგდის, შეცდომას უშვებ,...

“თბილისს და ბათუმს არ სჭირდებათ ახალი ამირა ჭორვილელის სახით” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცალკეულ ფაქტებს იხსენებს არაბული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ივანიშვილის ბოლო დასაყრდენები სწორედ მანჩოებია” – მიხეილ სააკაშვილი

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის დაკავების ფაქტს...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“შემზარავ საიდუმლოს უნდა ავხადო ფარდა სუსისთვის და პროკურატურისთვის” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის მიმართ...