პარასკევი, აპრილი 26, 2024

შოშია – Common starling (Sturnus vulgaris)

ველური ბუნების სააგენტო საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში მობუდარ ფრინველზე, შოშიაზე – Common starling (Sturnus vulgaris)

ჩვეულებრივი შოშიას სხეულის სიგრძეა 18-23 სმ. აქვთ მოკლე, მსხვილი და ძლიერი ნისკარტი. ბუდეს იკეთებს ხეზე ტყესა და ბაღში. დებს 4-7 კვერცხს. ბარტყები იჩეკებიან 14 დღეში. იკვებებიან მცენარეულობით (შინდი, ალუბალი, ბალი და სხვა). ბარტყებს პირველად კვებავენ მწერებით, შემდეგ მცენარეთა თესლებით.

ახალგაზრდა ფრინველებს ბზინვარება ტანზე არა აქვთ ისე გამოხატული, ხოლო მათი ფრთების ბოლოები არის მომრგვალებული და არა წვეტიანი, როგორც ზრდასრულ ფრინველებში. წამოზრდილი ბარტყების ნისკარტი მთელი წლის განმავლობაში მურა-მოშავოა.

ახალგაზრდა შოშიები ჯავახეთში 📷 Levan Kobalia

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული