ორშაბათი, ივლისი 7, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18.06-20.06 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 18.06-20.06 პერიოდისთვის

17 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 18-20 ივნისისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში სახეზეა ლარის კურსის გამყარების და დასტაბილურების ტენდენცია. კერძოდ, ლარის კურსის შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის შემდეგ:

14 ივნისი – 2.9687;
15 ივნისი – 2.9631;
16 ივნისი – 2.9436;
17 ივნისი – 2.9358.

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა და 1 აშშ დოლარი 18-20 ივნისს ეღირება 2.9239 ლარი, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში გამყარდა 0.0119 ლარით.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა 17 ივნისის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოხდა – 0.0233 ლარით. თუ ბოლო ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.0524 ლარი, შემდგომი 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0757 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5920 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1689 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 0.9898 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7241 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.9123 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0321 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.3617 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.4472 ლარი
100 იაპონური იენი – 2.1708 ლარი

ბოლო პერიოდში ლარის არასტაბილური კურსი ფიქსირდება რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ორ ვაჭრობაზე ლარი გამყარდა. კერძოდ, 100 რუსული რუბლი:

14 ივნისი – 5.1940;
15 ივნისი – 5.1637;
16 ივნისი – 5.2302;
17 ივნისი – 5.1487.

17 ივნისის ვაჭრობაზე ლარი კიდევ გამყარდა – 0.0412 ლარით, შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 5.1075 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...