ორშაბათი, მაისი 6, 2024

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 11.06-13.06 პერიოდისთვის

10 ივნისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 11-13 ივნისისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირის განმავლობაში სახეზეა ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნების ტენდენცია. კერძოდ, ლარის კურსის შემდეგი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 4 ვაჭრობის შედეგად:

7 ივნისი – 2.9624;
8 ივნისი – 2.9604;
9 ივნისი – 2.9634;
10 ივნისი – 2.9687.

ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო ვაჭრობის შედეგად მცირედით გამყარდა და 1 აშშ დოლარი 11-13 ივნისს ეღირება 2.9707 ლარი, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში გამყარდა 0.0065 ლარით.

ანალოგიური სიტუაციაა ევროსთან მიმართებაშიც, თუმცა 10 ივნისის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტის გამყარება საგრძნობი იყო – 0.0451 ლარით. თუ ბოლო ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.1833 ლარი და 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.1382 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6865 ლარი
1 თურქული ლირა – 0.1736 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0030 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7470 ლარი
1000 სომხური დრამი – 7.0749 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.0183 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.4254 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 8.7800 ლარი
100 იაპონური იენი – 2.2142 ლარი

ბოლო პერიოდში ლარის არასტაბილური კურსი ფიქსირდება რუსულ რუბლთან მიმართებაში, თუმცა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ გაუფასურდა. კერძოდ, 100 რუსული რუბლი:

7 ივნისი – 4.8061;
8 ივნისი – 4.8058;
9 ივნისი – 4.8919;
10 ივნისი – 5.2316.

ბოლოსწინა ვაჭრობაზე რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარის ნახტომისებურად გაუფასურების შემდეგ, 10 ივნისის ვაჭრობაზე ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა – 0.1439 ლარით, შესაბამისად, შემდგომი სამი დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 5.0877 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული