კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბები"არიოლ ი რეშკას" ლიეტუვური ანალოგი აჭარაზე გადაცემას ამზადებს

“არიოლ ი რეშკას” ლიეტუვური ანალოგი აჭარაზე გადაცემას ამზადებს

პოპულარული გადაცემა “არიოლ ი რეშკა”-ს ლიეტუვური ანალოგი “მეტამ მონეტა” მაყურებელს აჭარაში დასვენების შესაძლებლობებს გააცნობს. გადაცემაში, რომელიც ლიეტუვის წამყვან ტელეარხზე ივლისის შუა რიცხვებში გავა, ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანები ლიეტუველებს აჩვენებენ, თუ როგორ და სად შეიძლება აჭარაში როგორც მდიდრულად, ისე ბიუჯეტურად დასვენება. პოპულარული გადაცემის გადამღები ჯგუფი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული სექტორის მხარდაჭერით მოგზაურობს.

გადაცემის წამყვანებმა თავად გამოსცადეს ის მრავალფეროვანი ტურისტული სერვისები თუ პროდუქტები, რომელსაც აჭარა ზღვაზე და მთაში დასვენების მსურველებს სთავაზობს. მათ შორისაა ზიპლაინი და ჯომარდობა ქედაში, პარაგლაიდინგი გონიოში, იახტითა და საბაგიროთი გასეირნება ბათუმში და სხვა ტურისტული აქტივობები.

ლიეტუვა ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად აჭარისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს, საიდანაც დაინტერესება აჭარის ტურისტული პროდუქტებით ყოველწლიურად იზრდება. 2019 წლიდან დაიწყო და წელსაც განხორციელდება ჩარტერები ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით, რასაც რიგისა და ტალინის ფრენებიც ემატება.

წელს, ბალტიისპირეთიდან ტურისტების მოზიდვის მიზნით აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პრეს-ინფოტურებს აქტიურად უწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაცია ბალტიისპირეთში 2016 წლიდან დაიწყო. ტურისტების უმრავლესობა აჭარაში მთის ტურისტული პროდუქტებით, კულტურითა და ტრადიციებით ინტერესდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...