spot_img
მთავარისხვადასხვასასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვა

სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის მიმოხილვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“, სასურსათო საცალო სექტორის და პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარი მიმოიხილა. კვლევაში გაანალიზებულია პირველადი მოხმარების საქონლის ფასწარმოქმნის პოლიტიკა და საკვებ პროდუქტებზე მზარდი ფასების მიზეზები. კვლევა მოიცავს სექტორის ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზს, ფასებზე მოქმედ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს, სამომხმარებლო კალათის დინამიკას და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

მიმოხილვის შედეგად ირკვევა, რომ პირველადი მოხმარების საქონლის ბაზარზე მაღალი კონკურენციაა. აქ წარმოდგენილია 50-ზე მეტი მსხვილი იმპორტიორ/დისტრიბუტორი და რითეილერი. ყველაზე მსხვილი მოთამაშის შემოსავლები ჯამური საცალო ბაზრის შემოსავლების 5%-ზე ნაკლებია.

საქართველოში დაახლოებით 170,000 დასაქმებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, რაც მთლიანი დაქირავებით დასაქმებულების 26%-ს შეადგენს. მათ შორის, დისტრიბუციაში და რითეილერებში 30,000-ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული.

შინამეურნეობების ხარჯების დაახლოებით 50% პირველადი მოხმარების საქონელზე მოდის. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ პროდუქციის თითქმის ნახევარი იმპორტირებულია. ბოლო წლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში განხორციელებული სუბსიდიების მიუხედავად რეალური წარმოება ძალიან მცირე ტემპით იზრდება და ქვეყანაში აშკარა პრობლემებია საკვების ადგილობრივი წარმოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორში კერძო სექტორის დაბალი ჩართულობა და შედეგად დაბალი ეფექტურობაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და სუბსიდირების მიზნობრივი განაწილება.

მაღალი ინფლაციის პარალელურად, დამატებითი რეგულაციების შემოღება გაზრდის ხარჯებს და მომხმარებლებს გაუძვირებს საკვებს. ასევე მნიშვნელოვანი საკითხია სურსათის უვნებლობა. ქვეყნის განვითარებასთან ერთად იზრდება ხარისხის სტანდარტები, რაც დადებითად აისახება საკვების უსაფრთხოებაზე.

კვლევის ფარგლებში ჩატარებულმა რითეილერთა გამოკითხვამ აჩვენა, რომ დღეისათვის ყველაზე მწვავე პრობლემები არის გაცვლითი კურსი, მაღალი ინფლაცია და გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით შემუშავდეს გარკვეული მექანიზმი, რომელიც ფასების მყისიერი ზრდისგან დაიცავს პირველადი მოხმარების საქონლით ვაჭრობის მონაწილეებს.

ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...