სამშაბათი, აპრილი 23, 2024

ოფოფი – Eurasian hoopoe (Upupa epops)

ოფოფები კრწანისის ტყეპარკში – ველური ბუნების ეროვნული სააგენტო საინტერესო ინფორმაციებს ავრცელებს:

ოფოფი – Eurasian hoopoe (Upupa epops) მცირე ზომის ფრინველია გრძელი, ვიწრო ნისკარტითა და მარაოსებრი ქოჩრით. ის ფართოდაა გავრცელებული ევროპისა და აზიის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე აფრიკის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. მათი ყველაზე საყვარელი საცხოვრებელი ადგილია ღია და ნათელი ტერიტორიები მცირე ბუჩქნარებითა და ხეებით, როგორიცაა სავანები, მდელოები და საძოვრები. ისინი აგრეთვე გვხვდებიან კულტივირებულ ლანდშაფტებში, როგორიცაა ხილის ბაღები და ვენახები. ოფოფი დიდ დროს ატარებს მიწაზე მწერებზე ნადირობაში.

ოფოფის ვოკალიზაცია ისეთივე განსაკუთრებულია, როგორც გარეგნობა. ხმა-ყრუ, 3-5 მარცვლიანი ყვირილი “უპ-უპ-უპ” ან “უდ-უდ-უდ” (საიდანაც მოდის მისი სახელწოდება), რომელიც რამდენჯერმე ზედიზედ მეორდება. ბგერათა შორის ინტერვალი იშვიათად აღემატება 5-ს. თავისი სამეცნიერო სახელი ჩიტმა თავისი უჩვეულო სიმღერის ბგერის მიხედვით მიიღო.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული