კვირა, ივნისი 8, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინიკა გვარამიას წერილი ევროპას, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების...

ნიკა გვარამიას წერილი ევროპას, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან.

სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიერ საპატიმროდან გამოგზავნილი წერილი ვრცელდება, სადაც “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ევროპარლამენტარებს და ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში მხარდაჭერას სთხოვს:

ადრესატები:

რობერტა მეცოლა – ევროპარლამენტის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი – ევროპული კომიისიის პრეზიდენტი, შარლ მიშელი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

ევროპარლამენტის წევრები: ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მარკეტა გრეგოროვა, მაიკლ გალერი, პეტრას აუსტრევიჩუსი, რასა იუკნევიჩიენე, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიკსერი, ვიოლა ფონ კრამონი.

ძვირფასო და ნამდვილო მეგობრებო, ჩემი ქვეყნის მთავარო გულშემატკივრებო, საქართველოს ისტროიული სამშობლოს, ევროპის ღირსეულო შვილებო!

მოგმართავთ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების 212-ე საკნიდან. მოგმართავთ ჩემი, ჩემი მეუღლის – სოფიას, ჩემი შვილების – სანდროს, ქეთევანის და გიკოს სახელით, მოგმართავთ ჩემი მეორე ოჯახის – “მთავარი არხის” სახელით, მოგმართავთ ჩემი სამშობლოს ყველა გულმხურვალე პატრიოტის სახელით. მოგმართავთ უმორჩილესი თხოვნით, რომ მიიღოთ იმგვარი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაისჯება ჩემი ხალხი – ამაყი და თავისუფალი ქართველები.

ცივილიზაციური არჩევანი ჩვენ გაკეთებული გვაქვს – ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია, იქ, სადაც ინახება ჩვენი უძველესი და საკაცობრიო სიმბოლო – ოქროს საწმისი.

როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება, თქვენ უკვეთ იცით. მე მხოლოდ ის მინდა გთხოვოთ, რომ საქართველოს ხალხს არ დაეკეტოს გზა ევროპისკენ. არ დაეკეტოს, რადგან ალტერნატივა მხოლოდ რუსეთია. ეს ალტერნატივა კი დამღუპველი იქნება ჩვენთვის და დაასრულებს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიას.

და ბოლოს, უფლება არ მაქვს, როგორც საქართველოს პატრიოტმა და როგორც ადვოკატმა, არ გთხოვოთ, მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოთ მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად. ქვეყანაში დასავლეთის ყველაზე დიდ გულშემატკივარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, სამწუხაროდ, დიდი დრო აღარ აქვს, თუ მისი გადარჩენა სასწრაფოდ არ მოხდა.

დიდი იმედით და საუკეთესო სურვილებით, ნიკა გვარამია“.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ვიღაცამ საჯაროდ დამაჯერებლად უნდა ახსნას, თუ როგორ და რა რესურსებით აპირებს ასეთ მოცემულობაში ხელისუფლების...

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს აფიქსირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: "არჩევნების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინტერესებს სადამდე მივლენ ეგენი და როდემდე მოვითმენთ ჩვენ?!” – ეკა მიშველაძე

მმართველ გუნდში დაწყებულ მსჯელობებს, ცალკეული ტერმინების აკრძალვის თაობაზე, მათ...

“თეა წულუკიანო, იცი რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე ოჯახში? იმიტომ რომ სამშობლო არ...

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...