სამშაბათი, ივლისი 1, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძე - აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა...

თორნიკე რიჟვაძე – აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი დინამიკა გვაქვს, როგორც ვიზიტორთა, ისე ფრენებისა და შემოსავლების მხრივ

,,მთავარი პოლიტიკა და სტრატეგიაა მდგრადი ტურიზმის განვითარება და აჭარის რეგიონის ოთხივე სეზონზე მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბება. ამ მიზნის მისაღწევად აქტიურად მიმდინარეობს ერთის მხვრივ, ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია და რეგიონში სერვისების ამაღლების ღონისძიებები, და მეორეს მხვრივ იგეგმება და ეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა ყველა მუნიციპალიტეტში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

აჭარის მთავრობის მეთაურმა ტურიზმის განვითარების პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის I კვარტლის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე აღდგენილია 51% – ით 2019 წელთან შედარებით.

აქტიურად ხდება ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემით, აეროპორტში ფიქსირდება +30% მატება 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 12 ქვეყნიდან. წელს რეგიონში შემოვიდა 5 ახალი ავიაკომპანია: Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways.

წელს პირველად რიგადან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა.

ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაისა და საუდის-არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც.

აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100- ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი.

აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი! კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან”...

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...