ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში გასული 10 წლის მანძილზე, პასუხისმგებელი არის “ქართული ოცნება” – სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრი სალომე სამადაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს პერსპექტივაზე ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით:

,,შეფასებას – იმას, თუ რა ვითარება არის ქვეყანაში, აკეთებს ევროპული მხარე. ეს შეფასება გამოიხატა იმაში, რომ მაგალითად – საქართველომ დაკარგა მაკროფინანსური დახმარება სასამართლო სისტემაში ჩაგდებული რეფორმის გამო.

ეს შეფასება, მათ შორის, გამოიხატება იმაში, რომ მომავალ კვირას ევროპარლამენტი სასწრაფო რეზოლუციაზე იმსჯელებს და მიიღებს. სწორედ ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით – რაც შეეხება მედიის თავისუფლებას და ზოგადად უფლებრივ მდგომარეობას.

ოპოზიცია არ გასულა მიშელის შეთანხმებიდან. ოპოზიციას არ ჩაუგდია მართლმსაჯულების რეფორმა. ოპოზიციას არ დაუპატიმრებია ნიკა გვარამია. ოპოზიცია არ დევნის სამართლებრივად დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს და ზოგადად ყველაფერზე, რაც ხდება ქვეყანაში გასული 10 წლის მანძილზე – პასუხისმგებელი არის ,,ქართული ოცნება“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული