კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რომ იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი,...

“რომ იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან” – რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

იუსტიციის მინიტრი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის საკითხზე და აცხადებს, რომ მსჯავრდებული პატიმარი იყოს გაყვანილი სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ამის პრაქტიკა არ არსებობს:

,,იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა, ვგულისხმობ ამ შემთხვევაში პატიმარს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული და არ უნდა იხდიდეს სასჯელს საქართველოში.

თუკი საუბარი არის იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლდეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო.

იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს ყოველთვის კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ბუნებრივია, ჩვენი მოქმედება იქნება იმის შესაბამისი.

პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი იყოს გაყვანილი სამკურნალოდ ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ არსებობს.

ზოგადად, ერთი რამე უნდა ვთქვა და აუცილებლად ამას მინდა ხაზი გავუსვა – ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის ძალიან მაღალკვალიფიციური და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი – მის დიაგნოზებში არ არის არც ერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ ამათ ჯანდაბაში არ გავაპანღურებთ, მალე რუსეთსა და პუტინზე ტაშის დაკვრას მოგვთხოვენ” – კობა...

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მძიმე შეფასებებით და კონკრეტული პოზიციით ეხმაურება...

“როგორ ბრიყვულ საგარეო პოლიტიკას უნდა აწარმოებდე, რომ იმ დარბაზში იდგე, სადაც “სიკვდილი ამერიკას” ყვირიან”...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსთან...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სოლიდარობა გიორგი ვაშაძეს, თავისუფლება ყველა პოლიტიკურ და სინდისის პატიმარს!” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...