კვირა, აპრილი 20, 2025
11.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიბაქოდან ბათუმში პირველი რეისი ჩამოფრინდა

ბაქოდან ბათუმში პირველი რეისი ჩამოფრინდა

ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 100-მდე მგზავრი ჩამოყვა. ავიაკომპანია “აზერბაიჯან ეარლაინსის” პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ.

პანდემიის შემდეგ ბაქო-ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.

მიმდინარე წელს, ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები 5-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგადან და ტაშკენტიდან შეასრულა. ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენა 12 ქვეყნიდანაა დაგეგმილი.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...