კვირა, ივნისი 29, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ...

“სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება” – დიმიტრი საძაგლიშვილი

ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი კომენტარს აკეთებ საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა გაუმჯობესების ნაცვლად უარესდება და შესაბამისად სასამართლო პროცესების ჩატარება, ამ ეტაპზე, არამიზანსეწონილია:

,,სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არათუ უმჯობესდება, არამედ უარესდება. მოგეხსენებათ, რომ დანიშნული გვაქვს ექსპერტიზა. შესაბამისად, ექსპერტები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი მალე დასრულდება და დასრულდება შედეგიანად.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე მონაწილეობის მიღებას – მოგეხსენებათ, რომ მისი საქართველოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე. ყველა სხდომაზე გამოდიოდა სიტყვით.
შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ მომავალშიც გააგრძელოს პროცესებში მონაწილეობის მიღება, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს.

სამწუხაროდ, არ ვართ ამ მომენტთან ახლო ისევ და ისევ ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

რეალურად არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სხდომის ჩატარებას. იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემა არ მოიცავს მხოლოდ რაღაც სასამართლოში მისვლის საკითხს და ამიტომ ეს შემოთავაზება უბრალოდ უშედეგო იქნება“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“როცა სახელმწიფო მკვდარია, მდინარე მოქმედებს!” – შორენა ლობჟანიძე აითაჯ მამედოვასთან დაკავშირებულ ფაქტებზე

14 მაისს მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო სამუშაოების...