შაბათი, აპრილი 20, 2024

“EPP-ის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობასთან“ ერთად არის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი:

,,მათი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ როგორმე ევროპისკენ მიმავალ გზაზე ვიყოთ როგორც ერი და ქვეყანა წარუმატებლები. ამჟამად მათი მთავარი მიზანი, მათ შორის EPP-ის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.

იმ ადამიანს, რომელსაც რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე აქვს მისჯილი გარკვეული ოდენობა წლებისა საპატიმროში მოსახდელად, ვგულისხმობ პატიმარ სააკაშვილს – EPP კვლავ მიიჩნევს დიდ დემოკრატად. ამ დროს ის არის ადამიანი, რომელიც აქვე რამდენიმე მეტრში რუსთაველის გამზირზე არბევდა ჩვენს ხალხს, ცემდა, აწამებდა ციხეებში პატიმრებს.

შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არა მხოლოდ მთავრობამ, არამედ საზოგადოებამ – ვიყოთ ერთიანი, კიდევ უფრო მეტად შეკრულები ჩვენს სულისკვეთებაში ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული