ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024

გასაგები, ძალიან საუბედურო და სამწუხაროა, რომ რუსეთი ვალდებულებებს არ ასრულებს – ქეთევან ციხელაშვილი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს, უწყების პასიურობასთან დაკავშირებით, დეოკუპაციის საკითხის საგარეო მიმართულებით წინა პლანზე წამოწევის თვალსაზრისით:

ქართულმა მხარემ, რაც უნდა გააკეთოს, იმას აკეთებს. ყველა დიპლომატიური ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ პირველი, ეს ვალდებულებები იყოს დღის წესრიგში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 48 რაუნდი სწორედ ამას ეძღვნება.

გასაგებია და ძალიან საუბედურო და სამწუხარო რომ რუსეთი არა მხოლოდ ამ, სხვა ვალდებულებებსაც დღეისთვის არ ასრულებს. მაგრამ ჩვენი რესურსი დიპლომატიური არის მიმართული იქითკენ რომ ეს იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში და პარტნიორების მხარდაჭერა არის ამაში ძალიან მყარი“, – განუცხადა ქეთევან ციხელაშვილმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული