spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითეონა ჭალიძე: "ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს...

თეონა ჭალიძე: “ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში და მერე იქნება მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება ცვლილებებისთვის”

“სტრატეგია აღმაშენებლის” სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თბილისის მერს მიმართავს. თეონა ჭალიძის თქმით მუხაძის 12 ნომერში არსებულ საცხოვრისში განთავსებულ მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება და კახა კალაძეს მოუწოდებს საცხოვრისში ღამის გათენებისკენ, რადგან რეალურად გაიგოს ამ ადამიანების პრობლემების შესახებ:

,,წარმოიდგინეთ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში ცხოვრობთ, სადაც კედლები მეზობლებთან, ყველა მხარეს, გიფსომუყაოსია. წარმოუდგენელია მაგრამ წარმოიდგინეთ. მაინც წარმოუდგენელია ხო? არადა სოციალურ საცხოვრისში ასამდე ოჯახი სწორედ ასე ცხოვრობს. დადებითი აქ ისაა, რომ დააცემინებ მეზობელი შემოგძახებს – სიცოცხლეო. ეს ხუმრობით მაგრამ რა დროს ხუმრობაა როცა ადამიანების ცხოვრება გაუსაძლისია ასეთ პირობებში (მისამართზე გ.მუხაძის №12).

დასაწერად და წასაკითხად თითქოს მარტივია, მაგრამ ასეთი ცხოვრება, როცა პირადი აღარაფერი დაგრჩენია, – გაუსაძლისია.

განა რა თანხა დაიზოგა ამ კედლების შესაფერისი მასალით აშენებაზე?! ან განა შეიძლებოდა ამაზე ეკონომიის გაკეთება?!

ერთი ღამე გაათენოს კახა კალაძემ გიფსომუყაოს კედლებიან სახლში, სადაც სახლს გარე ფასადის გარდა შიგნით სამივე მხარეს ,,დერეფნული” სისტემის საცხოვრისში გიფსომუყაო ექნება და მერე იქნება მიიღოს მყისიერი გადაწყვეტილება ცვლილებებისთვის, – თავის თავზე რომ გამოცდის ეს რას ნიშნავს.

ავადმყოფები, შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახები ფაქტიურად ერთ დიდ სახლში არიან. ადამიანები იძულებულები არიან აივნებზე დაიძინონ. იმედია აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიის ოფიციალური პოზიცია ბენეფიციარების სასარგებლოდ იქნება“, – აცხადებს თეონა ჭალიძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე მაგარი გადარჩენილი ვარ. წილოსანმა ჯერ კიდევ მაშინ დამბლოკა, როცა ეს კანონები არ არსებობდა”...

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატი შოთა თუთბერიძე 4000 ლარით დააჯარიმა...

“თქვენი მოგონილი სასჯელები არ და ვერ გამაჩერებს. მგონი, გასაგებად ავხსენი” – ელენე ხოშტარია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“4 თვის წინ დაიწყო ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის ეტაპობრივი და შესამჩნევი გაუარესება” – შოთა...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...