შაბათი, აპრილი 20, 2024

“ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას აქვს სერიოზული პრობლემები” – ხატია ჯინჯიხაძე

,,საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI), ა.წ. 27 მაისს გამართა 2021 წელსა და 2022 წლის იანვარ-მაისის პერიოდში ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების ანგარიშის პრეზენტიცია სახელწოდებით ,,მედიის თავისუფლება საქართველოში“. აღნიშნულ საკითხზე შეფასებები გააკეთა ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელმა ხატია ჯინჯიხაძემ:

,,ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ქართულ მართლმსაჯულებას აქვს სერიოზული პრობლემები, როდესაც 5 ივლისის ორგანიზატორები პასუხს არ აგებენ კანონის წინაშე; ნიკა გვარამია, კრიტიკული მედია, ,,მთავარი არხის“ დირექტორი დაკავებულია, რა თქმა უნდა, არის სერიოზული პრობლემა ქართულ მართლსაჯულებაში. ამას ხედავს და აღიარებს არა მარტო ადგილობრივი შემფასებლები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება.

თქვენ იცით, რომ ნიკას დაპატიმრებაზე გაკეთდა მკაცრი განცხადებები. ალბათ, ეს შეფასებებიც იქნება კიდევ უფრო მძიმე და მკაცრი, რაც აისახება კიდეც იმ პროცესზე, იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებზეც ჩვენ შემდეგი კვირეების განმავლობაში ვიმუშავებთ“, – განაცხადა ხატია ჯინჯიხაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული