ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანინუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან...

ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან – ილია მეორე

საკვირაო ქადაგებაზე, გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ მაგალითი სხვისაგან კი არა ჩვენი წინაპრებისაგან უნდა ავიღოთ:

მინდა დღეს ჩვენს წარსულზე, აწმყოზე და მომავალზე ვთქვა ორიოდ სიტყვა. წარსული უნდა იყოს მასწავლებელი ჩვენი, მის საფუძველზე უნდა ვისწავლოთ, რა ვაკეთოთ და რა არა.

ჩვენ გამოვიარეთ რთული დრო, ომები, არეულობები, მაგრამ შევინარჩუნეთ ჭეშმარიტი სარწმუნოება. ამიტომაც ვმადლობთ უფალს, რომ ეს ღვთის წყალობა შემოგვრჩა.  დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არ არის სიმშვიდე, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ მას.

მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ჩვენს ახალგაზრდებს. ახალგაზრდები ჭკვიანები, ბრძენნი არიან, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს ახალი თაობა გამოსტაცოს ღმერთს. მე იმედი მაქვს, რომ  ჩვენი ახალგზარდები გაუძლებენ განსაცდელს, და სათანადო პასუხს გასცემენ დღევანდელ გამოწვევებს.

ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ისეთი წარსული და გამოცდილება გვაქვს, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდებისაგან. მომავალი ჩვენი ახალგაზრდების ხელშია და მე იმედი მაქვს, რომ ისინი დასძლევენ პრობლემებს.

შევთხოვთ უფალს, რომ ,,უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”. ძალა და მშვიდობა ეს ღვთისაგან მონიჭებული მადლია, რომელიც არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი.

ნუ ეცდებით აიღოთ მაგალითი სხვისაგან, აიღეთ ჩვენი წინაპრებისაგან. ჩვენი წინაპრები დიდი სიბრძნით და ღვთის შიშით იყვნენ მოცულნი.

მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა შეგეწევათ თქვენ, მადლი ღვთისა და წყალობა ღვთისა ეწეოდა ჩვენს წინაპრებს.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...