spot_img
მთავარისხვადასხვანიკა გვარამია: "დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს...

ნიკა გვარამია: “დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს ვაწერთ თავისუფალი და ამაყი ქართველი ხალხი”

ნიკა გვარამიას ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელდება საპატიმროდან მისი მორიგი გზავნილი, სადაც იგი მიესალმება საზოგადოებრივი მოძრაობის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” დაფუძნებას:

დიდი სიამაყით და სიხარულით მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”! მივესალმები და ვუერთდები რუსთავის მე-12 დაწესებულების 212-ე საკნიდან.

დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს მოაწერდნენ შოთა, ილია, სულხან-საბა, დიმიტრი ყიფიანი, ქართველი გლეხი, რომელმაც დიადი ქართული მრავალხმიანობა შექმნა, ჯვაროსნულ ლაშქრობაში თუ ნატოს ოპერაციებში დაღუპული ქართველი მებრძოლი, კირიონ მეორე და ამბროსი ხელაია, ივანე ჯავახიშვილი და დიმიტრი უზნაძე, ვაჟა-ფშაველა და დავით კლდიაშვილი, მარო მაყაშვილი, გენერალი კვინიტაძე, დაღუპული ქართველი იუნკერები, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, გიორგი ანწუხელიძე, თავისუფალი სამყაროს დასაცავად უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები!

დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს ვაწერთ თავისუფალი და ამაყი ქართველი ხალხი, თითოეული გულმხურვალე მედასავლეთე ქართველი პატრიოტი!
დღეს გამოქვეყნებული მანიფესტის თითოეულ სიტყვას ხელს მოაწერენ ჩვენი მომავალი თაობები – ჩვენი მთავარი განძი, სიამაყე და იმედი!

ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია! ალტერნატივა არ არსებობს და ვერც იარსებებს!
ჩვენი ერის, უძველესი ევროპელების, მთავარი საკაცობრიო სიმბოლო, ოქროს საწმისი, ინახება სწორედ ევროპულ ოჯახში და ჩვენ, თავისუფალი და ამაყი ქართველი ერი, აუცილებლად უნდა ვიყოთ ოქროს საწმისის მცველების ამ დიდ და მტკიცე ოჯახში, როგორც თანასწორი, თანასწორთა შორის!

… მომავალი ჩვენია“! – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...