ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ კატასტროფაა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, მე-3 პრეზიდენტი რომ შემოგაკვდეს” – თაკო ჩარკვიანი

პარტიის ,,კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი მწვავე და ემოციურ განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,ცალკე სააკაშვილის ქეისი – ასეთი ფენომენი არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური პატიმარი და ეს გახლავთ რუსეთის პატიმარი. საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ასეთი საფრთხის ქვეშ არ ყოფილა არასოდეს, ვიდრე ახლა არის.

მე ვთვლი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – კატასტროფაა ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის, ელემენტარულად რომ შემოგაკვდეს მე-3 პრეზიდენტი.

რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, არც არავინ მიგიღებს და ვერ გახდები დასავლური ოჯახის წევრი, თუ პოლიტპატიმრები გყავს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული