ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024

“რასაც აქ ლაპარაკობენ, როგორც აქ ებრძვიან თავის ქვეყანას, ისე ებრძვიან ევროპულ სტრუქტურებთან და ევროპულ დერეფნებში” – მამუკა მდინარაძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი არის საქართველომ არ მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი:

,,ამ ხალხის იმედი, ოცნება და მცდელობა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მათი ლობისტების ქმედებებით გამყარებული არის, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

იმას ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ეს არ არის ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, თუმცა ამას მაინც ახორციელებენ.

წარმოუდგენელია, რომ ვიღაცამ მართლა იფიქროს, ჩვენმა რომელიმე ოპონენტმა, რომ საქართველოში ნალაპარაკები – ეს არაფერს არ ნიშნავს და ევროპაში, არა, ჩვენ სხვანაირდ ვსაუბრობთ.

ეს ხომ წარმოუდგენელია, რასაც აქ ლაპარაკობენ, როგორც აქ ებრძვიან თავის ქვეყანას, ისე ებრძვიან ევროპულ სტრუქტურებთან და ევროპულ დერეფნებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული