შაბათი, აპრილი 20, 2024

“ძალიან კარგად ჩანს ხელისუფლების არაადამიანური სახე ასეთ ნაბიჯებში, როდესაც ექსპერტის სააკაშვილთან დაშვების შესაძლებლობას არ აძლევენ სასამართლოს” – დიმიტრი საძაგლიშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მოსამართლემ კვლავ გადადო. აღნიშნულ საქმეზე სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა:

,,ჩვენ რეალურად თვალს ვადევნდებთ ტრაგიკომედიას. ნამდვილად სასაცილოა ის მიზეზები, რასაც მოსამართლედ წოდებული ბადრი კოჭლამაზაშვილი იგონებს იმისთვის, რომ ჩვენს მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე არ მიიღოს გადაწყვეტილება და არ გამოაცხადოს.

წინა პროცესზე სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაიქცა, დღესაც – გაუგონარი, აბსურდული მიზეზით გადადო კვლავ სასამართლო სხდომა.

სასაცილო იქნებოდა, სამწუხაროდ, ეს რომ არ ეხებოდეს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობას. ვინაიდან ამ შუამდგომლობით ჩვენ მოთხოვილი გვაქვს ექსპერტების მასთან დაშვება.

ძალიან კარგად ჩანს ხელისუფლების არაადამიანური სახე ასეთ ნაბიჯებში, როდესაც ექსპერტის სააკაშვილთან დაშვების შესაძლებლობას არ აძლევენ სასამართლოს“, – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული