პარასკევი, აპრილი 26, 2024

“მიხეილ სააკაშვილის ვერ გადაადგილდება, არის ძალიან სუსტად, აქვს კუნთების განლევა” – შოთა თუთბერიძე

ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა და ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აცხადებს, რომ პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, ამ ეტაპზე, არ შეიმჩნევა:

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მან მითხრა, ის უკვე არის თითქმის სრულიად წოლით რეჟიმზე. მეც დამხვდა მწოლიარე პალატაში. ამიტომ ჩვენ შორის კომუნიკაციაც შედგა ესეთ მდგომარეობაში.

მე არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები ან ანალიზის პასუხები, თუმცა როგორც ადვოკატისთვის ცხადია მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილი აქ არის – ჩემი შეფასებით, პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა.

ამჟამად ველოდებით კიდევ ერთხელ ექსპერტების დაშვებას. იმიტომ, რომ მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკვე სამედიცინო კუთხით და მკურნალობა რამდენად არის ეფექტური.

ამ მდგომარეობაში მე ვერ წარმომიდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილმა პროცესზე მონაწილეობა მოახერხოს.

ვერ გადაადგილდება, არის ძალიან სუსტად, აქვს კუნთების განლევა, ასევე, მისი თქმით, მან დაკარგა მკვეთრად წონა კიდევ უფრო. კვლავაც ვერ იღებს საკვებს და იღებს მხოლოდ და მხოლოდ სითხეებს. სავარაუდოდ, სამედიცინო მაჩვენებლებიც იქნება გაუარესებული“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული