ორშაბათი, მაისი 12, 2025
23.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების თანახმად, საქართველოში მეფუტკრეობა დაახლოებით,...

“ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების თანახმად, საქართველოში მეფუტკრეობა დაახლოებით, ძვ.წ. IV საუკუნიდანაა განვითარებული” – სოფლის მეურნეობის სამინისტრო

დღეს ფუტკრის მსოფლიო დღეს აღვნიშნავთ!

ისტორიული და არქეოლოგიური წყაროების თანახმად, საქართველოში მეფუტკრეობა დაახლოებით, ძვ.წ. IV საუკუნიდანაა განვითარებული. ცნობილია, რომ ქართველებმა, თაფლის დადებითი თვისებების შესახებ, ჯერ კიდევ 7000 წლის წინ იცოდნენ.

ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გვინდა გაგაცნოთ ერთ-ერთ საუკეთესო ჯიშად აღიარებული ქართული (მთის რუხი) ფუტკარი.

გრძელი ხორთუმი, ზომიერი ნაყრიანობა, დაბალი ტემპერატურის გამძლეობა და თვინიერება – ეს ის თვისებებია, რომლებმაც ქართული ფუტკარს სახელი გაუთქვა. გრძელი ხორთუმის მეშვეობით, ის ყვავილიდან ნექტარს უფრო მარტივად იღებს, მეტ თაფლს აგროვებს და მეტ მცენარეს დამტვერავს.

ქართული მთის რუხი ფუტკარი მსოფლიო გამოფენებზე სამჯერ იყო წარდგენილი და სამივეჯერ ოქროს მედალი დაიმსახურა.

ქართული მთის ფუტკრის პოპულაციის დაცვისა და შენარჩუნების მიზნით, 2017 წელს აღვადგინეთ მუხურის მეფუტკრეობის ბაზა, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული მეფუტკრე-ფერმერების გადამზადება-სწავლებაში.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული – ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთორმეტედ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...