ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ:
,,რა თქმა უნდა, განხილული იქნება პოლიტიკური პატიმრების საკითხი, მათ შორის, ნიკა გვარამიას და მე-3 პრეზიდენტის საკითხი. ასევე ყველა იმ რეფორმის გაუქმების საკითხი, რაც გააუქმა ,,ქართულმა ოცნებამ“ – იქნება ეს სასამართლო, სამართალდამცავების სტრუქტურის სისტემა, ძალაუფლების გადანაწილება, საარჩევნო სისტემა თუ სხვა.
,,ქართული ოცნება“, სანამ ის ძალაუფლებაშია, როგორმე უნდა შემუშავდეს იძულების მექანიზმი, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდეს ყველა ამ რეფორმების მიმართულებით“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე