კვირა, ივლისი 13, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალინიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და მას პატიმრობა მიუსაჯა:

სასამართლომ დაადგინა: ნიკა გვარამია ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ჩადენილი დანაშაულისთვის.

ე.წ. 2015 წლის ეპიზოდი – ძირითადი სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდი – ძირითადი სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

სსსკ 59-ე მუხლის თანახმად – უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მძიმე ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ ნიკა გვარამიას, დანაშაულებათა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით

სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ნიკა გვარამიას დაეწყოს 2022 წლის 16 მაისის 10:20 საათიდან და ნიკა გვარამია დაუყოვნებლივ დაკავებულ იქნას სასამართლოს სხდომის დარბაზში“, – განაცხადა მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ.

“ყოჩაღ!” – ამ რეპლიკით უპასუხა ნიკა გვარამია მოსამართლეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სახელზე შეტანილი გირაო ერთი თვის ვადაში უკან დაბრუნდება.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ნიკა გვარამიამ განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან:

მე ვარ უდანაშაულო კაცი, დამნაშავე რეჟიმი რას იზამს, არ ვიცი!” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 1967 წელს დაბადებული გ.რ.-ს დაკავების შესახებ” – შსს

თბილისის აეროპორტში დააკავეს ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მაღალი...

“რას ამბობთ, ძალიან სტაბილურად და მყარად გრძნობს რეჟიმი თავს😅” – ნინო ჯანგირაშვილის ირონია

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონია ქვეყანასი არსებულ...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც” –...

გავრცელებული ინფორმაციით საგარეჯოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა მეთაურმა,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...