ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი კანონმდებლობა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას არ...

“ჩვენი კანონმდებლობა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას არ იძლება, არც მსგავსი პრაქტიკა არსებობს” – რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტელეკომპანია ,,იმედის“ გადაცემაში ,,იმედის კვირა“ კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დეტალებთან დაკავშირებით:

,,მე მესმის ზოგადად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი პატიმრის ოჯახის წევრების დამოკიდებულება. ბუნებრივია, ისინი ღელავენ ამ ადამიანებზე, განსაკუთრებით მათ ჯანმრთელობაზე და აქ გასაკვირი არაფერია.

თუმცა, როგორც მრავალჯერ გვითქვამს არსებობს კანონი და ბუნებრივია, ჩვენ ამ შემთხვევაში ვართ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მცველები. ჩვენი კანონმდებლობა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას არ იძლება, არც მსგავსი პრაქტიკა არსებობს.

კიდევ ერთელ ვამბობ, თუკი ადამიანი საჭიროებს საზღვარგარეთ გაყვანას სამკურნალოდ თუ სხვა მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში იგი არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი.

მკურნალობა ზოგადად არის სხვა და სხვა სამედიცინო ღონისძიების ნაერთი. აქ საუბარი არის მედიკამენტურ მკურნალობაზე, სრულფასოვან კვებაზე, ასევე გარკვეულ ფიზიკურ აქტივობებზე, მათ შორის, სეირნიობა – სუფთა ჰაერზე. როგორც მოგახსენეთ, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი გადაწყვეტილებით ამ გარკვეულ ღონისძიებებში არ მონაწილეობდა.

სწორედ აქედან გამომდინარე არსებობდა გარკვეული რისკები და მათ გამოსარიცხად შევთავაზეთ, რომ გადასულიყო კერძო კლინიკა ,,ვივამედში“, რაზეც თავიდან მივიღეთ გარკვეულად პირობადებული თანხმობა, რომელიც რეალურად იყო ულტიმატუმის ტოლფასი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“დიქტატურებში, სადაც მოსამართლეებს დიქტატორი ავალებს და კანონის უზენაესობა არ არსებობს, ადამიანებს არ აპატიმრებენ, მათ...

დიქტატურებში არსებულ რეალობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...