ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი რეკომენდაციით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის გერმანიაში ,,შარიტეს“...

“ჩვენი რეკომენდაციით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მიხეილ სააკაშვილის გერმანიაში ,,შარიტეს“ კლინიკაში გადაყვანა” – მარიამ ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათია“-ს დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით:

,,7 თვის განმვალობაში ვერ მოხერხდა მისი ადეკვატური მკურნალობა და ვერც დიაგნოსტიკა. შესაბამისად, არც ახლა გვაქვს იმედი, რომ აწი მოხდება და საერთოდ ეს არ არის პრაგმატული, ალბათ, რომ ველოდოთ კიდევ 7 თვეს.

ჩვენი რეკომენდაციით მიზანშეწონილად მიგვაჩნია გერმანიაში ,,შარიტეს“ კლინიკაში გადაყვანა, ვინაიდან ეს არის მულტიპროფილური ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება მულტიპროფილური დიაგნოსტიკა და მკურნალობა. აუცილებელია, იქ გადაყვანა მიხეილ სააკაშვილის.

სამწუხაროდ, ექსპერტიზას არ აძლევენ უფლებას, კვლავ რომ ჩაიტაროს პაციენტმა. შესაბამისად, ჩვენ ვერ გავიზიარებთ ,,ქართული ოცნების“ შეხეულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ ემოციური და ფსიქიკური აშლილობა და სხვა არაფერი.

ხვალ არის სასამართლო დანიშნული და მოსამართლე იმედია გამოიტანს კანონიერ განკარგულებას. ვინაიდან მან წინა სასამართლო პროცესზე პრაქტიკულად დაარღვია პატიმრის უფლებები.

რაც შეეხება პენიტენციურ სამსახურს, ის კვლავ დუმს და იუსტიციის მინისტრიც მდუმარებაშია. შესაბამისად, კვლავ ირღვევა პატიმრის და პაციენტის უფლებები“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას...

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“კარგად გაიგონ, ფარსში მონაწილეობას არ ვაპირებ არც ახლა, არც მერე ამიტომ ბრძოლა ღირსებით და...

საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რასაც მტკიცე...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...