ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.3 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებირომან გოცირიძე: "ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა სავალალოა"

რომან გოცირიძე: “ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა სავალალოა”

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსების გაზრდის წინადადებით მიმართა და აღნიშნული დარგის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა ითხოვა.

ზოგადად, რომ შევაფასოთ ჯანდაცვის სისტემაში არსებული მდგომარეობა, მე ვიტყოდი, რომ ეს არის სავალალო და ეს არა მხოლოდ ერთ სამინისტროს, არამედ ეს ეხება მთლიანად მთავრობის მუშაობას და ის უსუსურობა! არაკომპეტენტურობა, მუშაობის არა ეფექტიანობა, ბიუჯეტის ფლანგვა, ეს ყველაფერი გამოვლინდა მაშინ, როდესაც ქვეყანაში ექსტრემალური ვითარება გაჩნდა.

კოვიდის შედეგებმა და მისმა შედარებამ სხვა ქვეყნებთან გვაჩვენა, რომ ძალიან ცუდად მუშაობს საქართველოს მთავრობა. მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა, მისმა განცხადებამ, მინისტრების განცხადებებმა, არათანმიმდევრულობამ, ჯარიმების საარჩევნოდ ჩამოწერამ ეს ყველაფერი აჩვენა.

ვინ დააჯარიმეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში? რატომ არსებობს კანონი თუ ის არ სრულდება? იგივე ნიღბები – რამდენს უკეთია ავტობუსებში? ამიტომ ეს ყველაფერი თითქოს პატარა, ცალკეული მაგალითია, მაგრამ ერთ რამეს აჩვენებს – ეს სახელმწიფო არასწორად იმართება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც გააკრიტიკა და იგი უძირო ქვევრს შეადარა. მისი განცხადებით, წლის ბოლომდე პროგრამისთვის გამოყოფილი თანხები იხარჯება და შემდეგ ხდება დამატებით თანხების მოძიება.

არ ყოფილა ერთი შემთხვევაც კი, რომ ამ პროგრამას არ ქონოდა რამდენიმე მილიონიანი გარღვევა. წლის ბოლოს საიდან მოგაქვთ ეს ფული? და 35 მილიონი რა არის იცით? ეს არის დღეს ფსიქიატრიული ჯანმრთელობის პროგრამა. აქ რამდენჯერმე ახსენეს ეს პროგრამა და მისასალმებელია, რომ ამაზე ვსაუბრობთ. მთელი ფსიქიატრიული დარგი დაწყებული დიდი სტაციონარებით დამთავრებული პოლიკლინიკებით, ყველა ერთად არის ერთი საშუალო სიდიდის ევროპული, ჩეხური ან უნგრული კლინიკის ბიუჯეტი. მცირედი მატებაა ყოველ წელს, მაგრამ ეს არაფერია. 35 მილიონი ერთბაშად უნდა დაუმატოთ.

ამიტომ, როდესაც მოდიხართ ახალი მინისტრი, ადექით და ერთი საქმე დატოვეთ. როცა მინისტრი წავა არავის არაფერი არ გაახსენდება ვინ რა გააკეთა, მაგრამ თუ თუნდაც ამ ერთ პრობლემას მოუვლით, საშვილიშვილოდ ემახსოვრებით თქვენ. ჩემი მოწოდება იქნება, როდესაც მოხვალთ და ბიუჯეტს მოიტანთ, პატარა გარღვევა მაინც გააკეთეთ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ორკებს ერთი ენა ესმით – ძალის ენა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“დიფ სტეიტი ბიძინა ივანიშვილის გონებასაც აკონტროლებს ისე, რომ თავად მან ეს არ იცის!” –...

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია "ქართულ ოცნებაში"...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...