კვირა, ივლისი 20, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო იმსახურებს ყველა სიკეთეს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის...

“საქართველო იმსახურებს ყველა სიკეთეს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ჩათვლით” – ხათუნა ლაგაზიძე

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში თავის პოზიციას აფიქსირებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ამით პასუხობს უკრაინის ვიცე-პრემიერის კონკრეტულ განცხადებას:

მოკლედ ასე, კატეგორიულად მიუღებელია უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადება, რომ საქართველომ კიდევ რამდენიმე პოლიტიკური ვადა ანუ წლები უნდა მოიცადოს იმისათვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცენ.

საქართველომ არანაკლები გაიღო ევროპული მომავალისთვის, ვიდრე უკრაინამ, არც სისხლი დაკლებია, არც ნგრევა, არც ტერიტორიების წართმევა და არც მონაწილეობა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ნატოს ეგიდით და ახლაც საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ ქართველი ჯარისკაცები უკრაინაში ჩვენი საერთო მომავლისა და თავისუფლებისთვის.

საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ არ იმსახურებს, საქართველო იმსახურებს ყველა სიკეთეს ევროკავშირისა და ნატოს წევრობის ჩათვლით.

კიდევ ვამბობ: საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატობაზე უარის თქმა, იმ დროს, როცა უკრაინას მიეცემა ეს სტატუსი, შეიძლება ისეთივე დამანგრეველი შედეგის მომტანი გახდეს ჩვენთვის, როგორც 2008-ში მაპზე უარის თქმა. ასე რომ, ვთხოვდი და ვურჩევდი უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს ნუ გახდებიან თავისი მოსაზრებებით თუ მოწოდებებით საქართველოს ევროპული სივრციდან გარიყვის და თანმდევი ტრაგედიის თანამონაწილე!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილზე სანქციები აუცილებლად უნდა დაწესდეს – დიდი ბრიტანეთი მოქმედებისთვის...

“პატრიოტები თუ ხართ ქოცები, თქვან მოქალაქეობაზე უარი” – ნანკა კალატოზიშვილი

,,ქართული ოცნების” დეპუტატების, პოლიტიკური თანამდებობის პირების დიდი ნაწილის შვილები...

“ბატონო ირაკლი, ალბათ დროა ყველა ჭორს და მითქმა მოთქმას დაესვას წერტილი…” – ნუკა არველაძე

მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებებს ეხმიანება ჟურნალისტი, ბლოგერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ივანიშვილი გამწარებულია კობახიძე-მდინარაძის დუეტზე და პასუხს სთხოვს!” – ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი "ქართული ოცნების"...

“ქოცნო, ჩამოგენგრათ პროპაგანდა” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...