ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის...

“მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან” – სპეციალური პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში.

მოვუწოდებთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დუმილი არ ნიშნავს, რომ შენ ნეიტრალური ხარ, დუმილი დღეს პოზიციაა!” – სერგო ჩიხლაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე, გასული საუკუნის ისტორიიდან...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“პარტიების ლიდერებს და სინდისის პატიმრებს გაუშვებენ, გაღიმებულ ქოცებს დაგთვლით პოპკორნით ხელში🙏😀” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის ვარაუდები და მოლოდინები: "დიფსთეიტი...

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნათია მეზვრიშვილის პოზიცია მაინტერესებს, ივანიშვილს ბორკილების დადებას რომ უანონსებდა, სად გაქრა?!” – ელისო კილაძე

"გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას მიერ პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ...