ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ის არის დამნაშავე...

“მიხეილ სააკაშვილს მოუწევს სასჯელის მოხდა, ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე” – კახა კალაძე

,,ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე კონკრეტულ შეფასებებსა და განმარტებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში:

,,ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი. თუ ეს ასე, მე არ ვიცი. არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ამ პატიმრებში შედის მიხეილ სააკაშვილი. მისი ჯანმრთელობის უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას, შეძლებს თავი აარიდოს მისჯილ სასჯელს – ეს არ გამოვა და ეს არის ტყუილი. ამიტომ პირველ რიგში პატიმარს ნუ შეუქმნით ამ ილუზიას და მეორე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას ნუ ეტყვით ცრუ ინფორმაციას.

ეს ასე არ იქნება. მას მოუწევს სასჯელის მოხდა. ის არის დამნაშავე კონკრეტულ საქმეებზე. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება – დაველოდოთ. მე არაფრის თქმა არ შემიძლია ამასთან დაკავშირებით. დანარჩენს შესაბამისი უწყება ყველა დეტალზე მოგაწვდით კონკრეტულ ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მშვიდობის ნაბიჯი ეხლა მხოლოდ ერთია: პოლიტიკური პატიმრების დაუყონებლივ განთავისუფლება!” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიოში შეცვლილ რეალობაზე საუბრობს...

“ბიძინამ შექმნა “ამოღების ბიურო” და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის კრიმინალებს” – ლევან ხაბეიშვილი

“ბიძინამ შექმნა "ამოღების ბიურო" და აბსოლუტური უფლებამოსილება გადასცა ქუჩის...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...