ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"თუ "ქართულ ოცნებას" პირადი ადამიანური შიშები აქვთ მიხეილ...

“თუ “ქართულ ოცნებას” პირადი ადამიანური შიშები აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე მზად ვარ რომ წავყვე, მათთან ერთად მივიდე” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს საპატიმროში მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის უართან დაკავშირებით:

,,პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, თუნდაც ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ადამიანურად, მორალურად ვალდებულია, რომ გაითვალისწინოს ასეთი ადამიანის თხოვნა.

თუ მათ რამე პირადი ადამიანური შიშები აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე მზად ვარ, რომ მათთან ერთად მივიდე, წავყვე ამ ადამიანებს თუ ეშინიათ პირადად სააკაშვილის.

არა თუ ციხის პირობებში, არამედ საქართველოს პირობებშიც კი გართულებულია მსგავსი დაავადების მქონდე ადამიანის მკურნალობა. შესაბამისად, ,,ქართული ოცნება“ ეწევა ახლა აზრის მანიპულაციას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ამ საკითხზე მაინც, დავანებოთ თავი პოლიტიკურ სპეკულაციას“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

“ბოლო სერიაში ესენი მაინც ყველა შემთხვევაში გარბიან. ნებისმიერი სცენარით” – ნინო ჯანგირაშვილი მმართველ გუნდზე

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის პოლიტ-სცენარი: "ბოლო სერიაში ესენი...

“ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...