spot_img
მთავარიკანონი და სამართალიამ ხელისუფლების პირობებში გარეთ რომ ვარ - ეს...

ამ ხელისუფლების პირობებში გარეთ რომ ვარ – ეს უფრო დიდი პარადოქსია, ვიდრე ციხეში რომ ვიყო – ნიკა გვარამია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ,,მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესზე, სიტყვით გამოსვლისას, ნიკა გვარამიამ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს მიმართა და განაცხადა, რომ ობიექტურ ვითარებაში აღნიშნული საქმე საერთოდ არ იარსებებდა, მეორე შემთხვევაში კი გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა:

,,იცით, რომ მე პატივს ვცემ თქვენს კვალიფიკაციას და ინტელექტს. ეს ნამდვილად ასეა. მე არ მჯერა თქვენი დამოუკიდებლობის. იმიტომ კი არა, რომ თქვენ ხართ – იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლო არ არის ყველა საერთაშორისო კვლევის თანახმად.

როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, თავის მოხსენებაში, ჩემს მიმართ მიმდინარე პოლიტიკურ დევნას, ამ საქმეს – პირველ რიგში, ახსენებს 11-ჯერ – ეს არის სირცხვილი ქვეყნის, სასამართლო სისტემის და პროკურატურის განადგურება საერთოდ, როგორც პოლიტიკური მდევნელის.

თქვენ არ გამოგიტანიათ ჯერ განაჩენი ამ საქმეზე, ვნახოთ შეგეხებათ თუ არა თქვენც ეს მოხსენიებები. რომ გითხრათ ახლა, რომ იმედი მაქვს – რა თქმა უნდა, არ მაქვს იმიტომ, რომ უკანონობა ირაციონალური რამ არის და მისი პროგნოზირება შეუძლებელია.

რაციონალურად, კანონისმიერი ჩარჩოებით რომ ვაყალიბებდე ჩემ მოლოდინებს – არანაირი ალტერნატივა არ აქვს გამამართლებელ განაჩენს. საერთოდ ეს ბრალი ვერ იარსებებდა, პირდაპირ რომ ვთქვათ.

მაგრამ, რაციონალური მოლოდინი ვერ მექნება იმიტომ, რომ უკანონობა არის ირაციონალური რამ. მართალი გითხრათ სულ ერთია ჩემთვის უკვე რას იზამთ. მე თავს არ ვაღიარებ დამნაშავედ, არც ერთ ეპიზოდში, თუმცა, კიდევ ერთელ ვამბობ, – მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილება იქნება.

მე რომ მკითხოთ, ამ ვითარებაში, ამ ხელისუფლების პირობებში გარეთ რომ ვარ – ეს უფრო დიდი პარადოქსია, ვიდრე შიგნით რომ ვიყო. საერთოდ, მე მგონი, მალე დადგება ის დრო, როდესაც გარეთ ყოფნა პარადოქსალური გახდება ამ ქვეყანაში. ყველასი, ვინც სხვაგვარად აზროვნებს და არა მარტო პოლიტიკოსების, მედია-მენეჯერების თუ მფლობელების. სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ავტოკრატიულ რეჟიმში, სადაც თავისუფალი სასამართლო ვერ იარსებებს.

მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეზე ობიექტურ ვითარებაში:
ა) ეს საქმე საერთოდ არ იარსებებდა;
ბ) თუ მაინც გაგიჟდებოდა პროკურატურა გამამართლებელი განაჩენი დადგებოდა, ძალიან სწრაფად თან, 50 პროცესი ამას არ დასჭირდებოდა. საერთოდ განხილვამდეც ვერ უნდა მიდიოდეს ასეთი საქმეები.

მე ამაში დარწმუნებული ვარ – ჩემს სიმართლეში და კანონიერების, მიუკერძოებლობის ფარგლებში რა შედეგი დადგებოდა ამ საქმეზე. რა შედეგს დააყენებთ თქვენ, მე ამაზე წარმოდგენა არ მაქვს. გულწრფელად გეტყვით ამაზე არც ვფიქრობ, 2 წელია ეს საქმე მიმდინარეობს, ძალიან ბევრი საქმე მაქვს და დროც არ მრჩება ამაზე საფიქრალად. მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რომელსაც საკუთარი სინდისი გიკარნახებთ და საკუთარი კვალიფიკაცია.
თუ რამე სხვა მოტივაციები არსებობს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ სინდისის ტესტიც ვერ გაიარეთ და ვერც კვალიფიკაციის“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თუ ამას სახელს დავარქმევ, მნიშვნელობა არ აქვს მე რას გიწოდებ, იმიტომაც მემუქრები, რომ ზუსტად...

ცალკეულ ფაქტებს შეახსენებს საზოგადოებას და ამასთან დაკავშირებით, შსს-ს ახალი...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...