ხუთშაბათი, მარტი 28, 2024

“დღეიდან, 2 მაისიდან, პირბადეების სავალდებულო გამოყენება დარჩება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში” – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე პირბადეების ტარებასთან დაკავშირებით კონკრეტული განაცხადა გააკეთა და ამ მხრივ რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა:

ჩვენ გვქონდა მსჯელობა, ბატონი ზურაბ აზარაშვილი შეხვდა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, ექსპერტებს და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეიდან პირბადეების სავალდებულო გამოყენება იქნება მხოლოდ დატოვებული სამედიცინო დაწესებულებებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ასე, რომ დღეიდან, 2 მაისიდან, სხვა დანარჩენი რეგულაციები მოიხსნება.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან სტაბილური სურათი კოვიდ-ინფექციის გავრცელების მხრივ. დღეს მხოლოდ 51 შემთხვევა გვქონდა და ძალიან მშვიდი ვითარებაა ამ მიმართულებით. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ უფრო შევამსუბუქოთ რეგულაციები და დღეიდან პირბადის სავალდებულო ტარება უკვე მოიხსნება, მათ შორის, სკოლებში, რადგანაც ბავშვები განსაკუთრებით წუხან და არა მხოლოდ ბავშვები. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავაკვირდებით დინამიკას და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული