ხუთშაბათი, აპრილი 17, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 30.04-02.05 პერიოდისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 30.04-02.05 პერიოდისთვის

29 აპრილს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 3 დღის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ სახეზეა ლარის არასტაბილური კურსი სხვადასხვა ვალუტასთან მიმართებაში და ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში:

საყურადღებოა, რომ ლარის კურსი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში გაუფასურდა რამდენიმე წამყვანი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

27 აპრილი – 3.0368;
28 აპრილი – 3.0517;
29 აპრილი – 3.0597.

ბოლო ვაჭრობაზე ლარის გაუფასურების პროცესი შეჩერდა, ეროვნული ვალუტის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და 30 აპრილიდან, 3 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.0591, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში გაუფასურდა 0.0006 ლარით.

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების პროცესი მიმდინარეობდა ევროსთან მიმართებაში, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე და წინა დღის კურსთან შედარებით გაუფასურდა 0.0181 ლარით. თუ 29 აპრილის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.2157 ლარი, 30.04-02.05 პერიოდისთვის 1 ევრო ეღირება 3.2338 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.8471 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2063 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0109 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.8047 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.8264 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.1544 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.6425 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.2042 ლარი
100 იაპონური იენი – 2.3515 ლარი

ბოლო დღეებში ისევ გაგრძელდა ლარის კურსის გაუფასურება რუსულ რუბლთან მიმართებაში, კერძოდ 100 რუსული რუბლი:

27 აპრილი – 4.1294;
28 აპრილი – 4.1074;
29 აპრილი – 4.2093.

რუსულ რუბლთან მიმართებაში, ლარი, 29 აპრილის ვაჭრობაზე, ისევ საგრძნობლად გაუფასურდა – 0.0816 ლარით და სამი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 4.2909 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 12-14 აპრილისთვის პერიოდისთვის

11 აპრილს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“დროა ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი! დროა ჩვენი ფლანგი გაერთიანდეს და საბოლოო გამარჯვება...

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში...

“თეა წულუკიანო, შერჩევითი სამართალი გაქვთ, დაკვეთის მიხედვით?!🥸🥸” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე გაჟღერებულ კონკრეტულ ინფორმაციასთან...

გიორგი ვაშაძე: “გამოსავალი არსებობს და მას მხოლოდ ივანიშვილი და მისი მოძალადე რეჟიმი ეღობება”

ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი...