პარასკევი, მარტი 29, 2024

მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს დაიწყეთ იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის მიმართ – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა საგანგებო ბრიფინგზე დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა, იქ წარმოქმნილ პრობლემებში საქართველოს პრეზიდენტი დაადანაშაულა და სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების აუცილებლობის საკითხი დააყენა:

როგორც მოგეხსნებათ, კვლავ მძიმე ვითარებაა დავით გარეჯში. უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დაიკავეს აღდგომის ტაძრის ჩიჩხიტურის, ბერთუბნის მონაკვეთები და იქ გადაადგილდება პრაქტიკულად შეზღუდულია. ახლა ამას შეგვიძლია დავარქვათ ოკუპაცია, წართმევა, მითვისება, მიტაცება, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ამ წუთისთვის, დავით გარჯის აღნიშნული მონაკვეთი, ჩვენი იურისდიქციის ქვეშ  არ არის.

ყველაფერ ამ ტრაგედიაში მაპროვოცირებელი როლი, საუბედუროდ, შეასრულა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ივანიშვილ-ალიევის რეჟიმთან და მოსკოვთან საერთო შეთანხმებით, როდესაც მან გააკეთა არაერთი მაპროვოცირებელი განცხადება, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პრობლემებზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია და ეს მას შესანიშნავად მოეხსენებოდა. შესაბამისად, ასეთი გადაცდომები არ შეიძლება დარჩეს დაუსჯელი.

მე მოვუწოდებ პარლამენტის ოპოზიციურ სეგმენტს, დაიწყეთ იმპიჩმენტი-გადაყენების პროცედურა, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ და ხალხს პირობას ვაძლევთ, რომ ახალი პარლამენტის არჩევისთანავე, ეს პროცესი დამთავრდება წარმატებით და ჩვენ ამგვარ პრეზიდენტს სამუდამოდ მოვიცილებთ თავიდან, რომელიც ნაცვლად იმისა რომ იყოს ტერიტორიებისა და ერთიანობის სიმბოლო, თავისი პროვოკაციული მოქმედებებით აწარმოებს ქვეყნის დეზინტეგრაციას” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული