ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიძალა ერთობაშია და არა ”ბოკერია-ჩერგოლეიშვილში” - თაკო ჩარკვიანი

ძალა ერთობაშია და არა ”ბოკერია-ჩერგოლეიშვილში” – თაკო ჩარკვიანი

პოლიტიკური გაერთიანება “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფეისბუკის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში ოპოზიციის ერთიანობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამ ერთიანობის ძირითად მოწინააღმდეგედ ივანიშვილსა და ბოკერიას მიიჩნევს:

ძალა ერთობაშია და არა ”ბოკერია-ჩერგოლეიშვილში”, ძალა ერთობაშია და არა ოლიგარქთან გარიგებაში, ძალა ერთობაშია და არა დაშლა-დაქუცმაცებაში. ერთადერთი ძალა და ბოლო პერიოდის წარმატებული ”პროექტი” გაერთიანებული ოპოზიციაა, რომელმაც 900 ათასამდე ხმა მოიტანა, მხოლოდ გაერთიანებამ მოიტანა ძლიერი ოპოზიცია – ეს ფაქტია! ამიტომაც ჰყავს ერთადერთი ”მტერი”, ამ ”პოლიტიკურ ჩარჩს” და ეს გაერთიანებული ოპოზიციაა. ჰოდა, ვაჭრობს ახლა გამალებით.

ხელისუფლებამ, ჯერ ოკუპირებულ ქვეყანაში, ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის დუმის (იქ მოქმედი კომუნისტური პარტიის წევრი) მაღალჩინოსანი – გავრილოვი ჩაუსვა ხალხს, საკანონმდებლო ორგანოს “პირველ სავარძელში”, გააგიჟეს და პროვოკაცია მოუწყვეს ხალხს, მერე თვალები დასთხარა საკუთარ ხალხს, მშვილმკვდარი – უმოწყალოდ ჩაცხრილული მაჩალიკაშვილის მამის და ბებიის ხმა ახლაც ჩამესმის, ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათი, ამდენი ხნის – დღეების, გულწრფელი წვალება, რუსთაველის გამზირზე ”ოსტატურად” დაშალა პრაქტიკულად, უზურპატორმა ფეოდალმა! ახლა ხელისუფლება, თავისივე მოწყობილ პროვოკაციაზე პასუხს ხალხს სთხოვს, ამიტომ ვამბობ, რომ ”კანონით და სამართლით” ”ძალა ერთობაშია” და არა ივანიშვილ-ბოკერიაში!!!

ახალი სუნთქვით და გაერთიანებით, მაგარ ქვეყანას ”დავდებთ”, თავისუფალს! უპირველესად აზროვნებით! “ფაშიზმი” ბოკერიასი იქნება თუ ივანიშვილის რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია არ იყოს! თავისუფლება სხვა რამ არის – როცა, ყოფილი ხელისუფლების უშიშროების მდივანი იყავი (ბოკერია) და პასუხისმგებლობას, მხოლოდ ყოფილ პრეზიდენტს ანიჭებ და ყველაფერზე მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი თურმე, სულ ცოტა, ის მაინც უნდა გახსოვდეს, რომ სახელმწიფოში, რაც ხდებოდა, ინფორმაციის პრეზიდენტამდე მიმტანი, სწორედ უშიშროების საბჭოს მდივანს გევალებოდა და რაღაც არ მახსენდება პროტესტი რაიმეზე – ბოკერიასი (პირიქით – წამქეზებლად კი), თუნდაც 7 ნოემბერს, თავები რომ დაგვიხეთქეს ოპოზიციას… ან ძალიან სულელი გგონია ხალხი, ან ძალიან ცუდი სიტყვა ჰქვია მაგ საქციელს, უკუდურესად ცუდი და ხალხმა მოუძებნა სახელი უკვე…

მოკლედ რომ ვთქვა ძალა ერთობაშია! უნიჭო ხალხი, თითქოს, არ ვართ და უნიჭოდ კი ვტრიალებთ ერთ წრეზე, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო – ეროვნულ გაერთიანებას ვერ მივაღწიეთ და ვერ ვაღწევთ, სწორედ გაიძვერების გამო, რომლებიც ყოველთვის ნებსით თუ უნებლიედ მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს, ან ბინძურ გარიგებებში შედიან მათთან. ვერ ვახერხებთ გაერთიანებას სახელმწიფოდ მოაზროვნე ადამიანებისა ანუ კანონმორჩილებისა, რასაც უდიდესი თავისუფლება მოაქვს და პირიქით, თავისუფლებას მოაქვს კანონის უზენაესობა სახელმწიფოში, რადგან როცა თავისუფალი ხარ, კანონმორჩილიხარ უთუოდ, რადგან თავად თავისუფალი ადამიანია კანონმორჩილი, ამაშია მისი ხიბლი და სიძლიერე, სხვის ”სივრცეებში შეჭრა”არ სჭირდება.

ასე რომ – წინ თავისუფლებისკენ! ძალა მხოლოდ ერთობაშია!

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სინამდვილეში პუტინს და ივანიშვილს გეოპოლიტიკური კატასტროფა დაემართათ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს მიაჩნია, რომ პუტინის...

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“ევროკავშირი კი არა, თქვენი ანტიქართული ქმედებებია ამ პროტესტების ორგანიზატორი!” – პაატა მანჯგალაძე პაპუაშვილს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...