ორშაბათი, ივლისი 7, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარილარის კურსილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-26 აპრილისთვის

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 22-26 აპრილისთვის

21 აპრილს გამართულ ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება შემდგომი 5 დღის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ლარის გამყარების რამდენიმე დღიანი გამყარების პროცესი ბოლო ვაჭრობაზე შეჩერდა და გაუფასურდა პრაქტიკულად ყველა ვალუტასთან მიმართებაში:

საყურადღებოა, რომ ლარის კურსი, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კიდევ უფრო გამყარდა. კერძოდ, ლარის კურსის ასეთი დინამიკა გამოიკვეთა დოლართან მიმართებაში წინა 3 ვაჭრობის შედეგად:

19 აპრილი – 3.0613;
20 აპრილი – 3.0530;
21 აპრილი – 3.0273.

ბოლო ვაჭრობაზე ლარის გამყარების პროცესი შეჩერდა, ეროვნული ვალუტის კურსი რამდენიმე პუნქტით გაუარესდა და 22 აპრილიდან, 5 დღის განმავლობაში, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კი იქნება – 3.0358, ანუ წინა დღის კურსთან მიმართებაში გაუფასურდა 0.0085 ლარით.

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის გამყარების პროცესი ევროსთან მიმართებაში, ასევე შეჩერდა ბოლო ვაჭრობაზე და წინა დღის კურსთან შედარებით გაუფასურდა 0.0241 ლარით. თუ 21 აპრილის ვაჭრობამდე 1 ევრო ღირდა 3.2864 ლარი, 22-26 აპრილის პერიოდში 1 ევრო ეღირება 3.3105 ლარი.

ამავე პერიოდში სხვა ვალუტებთან მიმართებაში ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.9693 ლარი
1 თურქული ლირა – 0.2067 ლარი
10 უკრაინული გრივნა – 1.0328 ლარი
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.7900 ლარი
1000 სომხური დრამი – 6.5023 ლარი
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2023 ლარი
10 ჩინური იუანი – 4.7081 ლარი
10 ისრაელის შეკელი – 9.4171 ლარი
100 იაპონური იენი – 2.3721 ლარი

ბოლო დღეებში სახეზეა ლარის არასტაბილური კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში, კერძოდ 100 რუსული რუბლი:

19 აპრილი – 3.7775;
20 აპრილი – 3.8419;
21 აპრილი – 3.7342.

ბოლოსწინა ვაჭრობაზე საგრძნობლად გამყარებული ლარი, 21 აპრილის ვაჭრობაზე ასევე საგრძნობლად გაუფასურდა – 0.0657 ლარით და ხუთი დღის განმავლობაში 100 რუბლი ეღირება 3.7999 ლარი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 5-7 ივლისის პერიოდისთვის

4 ივლისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“პირდაპირ ვაცხადებ, რომ ეს იქნება ივანიშვილის ხელისუფლების ლეგიტიმაციის და სწორედ ეს უნდათ მათაც” –...

სოციალური კვლევის და ანალიზიც ინსტიტუტმა ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა ამ...