თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქს 2018 წლის შემდეგ 19 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატა.
თბილისის ყველა ახალი ბაღი აკმაყოფილებს თანამედროვე საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს როგორც შშმპ ადაპტირების, ისე ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით; დაინერგა სიახლეები შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით.
ახალი ბაღების მშენებლობის შედეგად თბილისში 1200-მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, განიტვირთა ბავშვთა ჭარბი რაოდენობით გადატვირთული ჯგუფები;
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აგრძელებს ახალი ბაღების მშენებლობას და არსებული ინფრასტრუქტურის განვითარებას.
კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება