spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ღარიბაშვილის კლანმა ძმებმა ჩხენკელებმა ბათუმი რუსული სანქცირებული ნავთობის...

“ღარიბაშვილის კლანმა ძმებმა ჩხენკელებმა ბათუმი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად აქცია – ლაშა ფარულავა

ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა, კონკრეტულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ბათუმში სანქცირებული ნავთობია და ამასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრები ძმები ჩხენკელები საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან:

მას შემდეგ, რაც დასავლეთმა რუსულ ნავთობკომპანიებს სანქციები დაადო, რუსეთმა დაიწყო ალტერნატიული ბაზრების და დერეფნების ძიება. სამწუხაროდ საქართველოში გარკვეული ჯგუფები ცდილობენ დაეხმარონ რუსეთს, რომ მათ გვერდი აუარონ დასავლურ სანქციებს.
ამ შემთხვევაში საუბარია, რუსულ სანქცირებულ ნავთობკომპანია „Lukoil”-ის ნედლ ნავთობზე, რომელიც მოიპოვება კასპიის ზღვაში. სანქცირებული ნედლი ნავთობი რუსეთის ტერიტორიაზე ჩაიტვირთა რუსულ სარკინიგზო ცისტერნებში, შემდეგ აზერბაიჯანულმა კომპანია „Maddox”-მა ის გადაზიდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რის შემდეგაც გადაზიდვა საქართველოში ბათუმის პორტის მიმართულებით გააგრძელა კომპანია „EXIM OIL”-მა.

კომპანია „EXIM OIL” ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს და ყოფილ გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელს ირაკლი სამყურაშვილს აქვთ შექმნილი. კომპანია „EXIM OIL” დღეს ერთ-ერთი მსხვილი მონოპოლისტია ნავთობის გადაზიდვის ბიზნესში. კომპანიის (ს/კ: 405208751) 67%-იან წილს ფლობს ყოფილი გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი ირაკლი სამყურაშვილი და 33%-იან წილს კი კომპანია “იმპექსი” (ს/კ 405080200), რომლის 100%-ის წილის მფლობელი არის ირაკლი ღარიბაშვილის კლანის წევრი აკაკი ჩხენკელი.

მიუხედავად ძალიან დიდი სამთავრობო გავლენებისა, ძმები ჩხენკელების კომპანია „EXIM OIL”-მა ვერ შეძლო ნავთობის გემში გადასატვირთად ბათუმის ნავთობტერმინალის გამოყენება, რადგან ბათუმის პორტი ეკუთვნის ყაზახურ სახელმწიფო კომპანია “Kazmunaygas”, რომელმაც უარი განაცხადა მომსახურებოდა რუსულ სანქცირებულ ტვირთებს.

ამის შემდეგ კომპანია „EXIM OIL”-მა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, დაიწყო ალტერნატიული ვარიანტის ძიება და უკვე პარტნიორი აზერბაიჯანულ კომპანია „Maddox”-ის დახმარებით ახდენენ ტვირთის გადაზიდვას ყულევის ნავთობტერმინალში, რის შემდეგაც რუსული სანქცირებული ნავთობი მოხვდება ნეიტრალურ წყლებში.

ეს არის საქართველოს გამოყენებით სანქციების გვერდის ავლის ნათელი მაგალითი, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები და მაღალი თანამდებობის პირები ჩვენი ინფორმაციით ძმებ ჩხენკელებს საბაჟო პროცედურების შეუფერხებლად გავლაში ეხმარება შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვინმე ვლადიმერ ხუნდაძე.

ანტიკორუფციული მოძრაობა აგრძელებს რუსული სანქცირებული ტვირთების გადაადგილების მონიტორინგს და ჩვენ პერიოდულად მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას საერთაშორისო საზოგადოებას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შეკავება, რითიც ჩვენს ქვეყანას ადგება უდიდესი რეპუტაციული ზიანი. აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული რუსული სანქცირებული ნავთობის გადასაზიდად“, – აცხადებს ლაშა ფარულავა.

ინფორმაციას ანტიკორუფციული მოძრაობა ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორშაბათს სააპელაციო სასამართლომ უნდა უპასუხოს მთავარ კითხვას: არსებობს ამ ქვეყანაში ელემენტარული სამართალი” – ნინი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

“ეს არ არის ჩვენი არჩევანი – ეს არის იძულებითი გადაწყვეტილება, რომელიც ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის”...

ტელეკომპანია „თრიალეთი“, მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს: "ხელისუფლების...

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...