კვირა, ივნისი 29, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მისიით სასწრაფოდ არის გასაყვანი ფარგლებს...

“მიხეილ სააკაშვილი ჰუმანიტარული მისიით სასწრაფოდ არის გასაყვანი ფარგლებს გარეთ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს” – მარიამ ჯიშკარიანი

წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს:

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, დამძიმებულია. ეს პროგნოზი გაკეთებულია ცენტრ ,,ემპათიას“ არა ერთ დასკვნაში. არც ერთი რეკომენდაცია ჩვენს მიერ გაცემული არ შესრულდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის მიმართ მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება მისი ჯანდაცვის კუთხით, როგორც მინიმუმ.

ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა. ეს არის უფლება ჯანდაცვაზე და ეს უფლება მას აქვს დარღვეული, რაც გახლავთ არაადამიანური მოპყრობა.

შესაბამისად, აუცილებელია დაუყოვნებლივ რეაგირება.

ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით თებერვალში შეხვედრა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან. თუმცა რეაგირება იყო ნული, ამ მიმართულებით. ასევე, რატი ბრეგვაძესთან ჩვენ გაგზავნილი გვაქვს წერილი ექსპერტების დაშვების მოთხოვნით. თუმცა ახლა ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მისი გაყვანა სტაციონარში ხელახალი გამოკვლევებისათვის, მაგრამ საქართველოს პირობებში, უკვე დადასტურებულია, რომ მისი ჯანმთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

შესაბამისად, იგი სასწრაფოდ არის გასაყვანი ჰუმანიტარული მისიით ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რათა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესდეს“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ...

“მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპიულ საშუალებებთან დაკავშირებით,...

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“საქართველო ივანიშვილის გარეშე! – აი ეს არის გამოსავალი და გზა რეალური არჩევნებისკენ!” – ლევან...

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი კონკრეტულ...