ორშაბათი, ივნისი 30, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უჭირს საუბარიც, უჭირს გადაადგილება, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა...

“უჭირს საუბარიც, უჭირს გადაადგილება, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის მძიმე” – გიორგი ბოტკოველი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მონახულების შემდეგ კომენტარი გააკეთა მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის საკმაოდ სუსტად, რაც გულისხმობს, რომ უჭირს საუბარი და გადაადგილება:

,,პრეზიდენტი სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის. მე პირველად არ შევდივარ. სხვა ყველა ნახვასთან შედარებით საკმაოდ სუსტად გამოიყურება.

სამარცხვინოდ გამოიყურება ხელისუფლება. ყველაფერთან ერთად, რა არის გასაკვირი, როდესაც ადამიანს კლავენ – შეიძლება ითქვას და მას ფიზიკურად ანადგურებენ. ყველაფერს აკეთებენ ამისთვის!

კიდევ ვიმეორებ, არ არის ეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული, ეს არის სახელმწიფოს მიმართ ქმედება, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება.

უჭირს საუბარიც, უჭირს გადაადგილებაც, თუმცა, მისი მოტივაცია დღეს ამ ქვეყნის გადარჩენაზე, უკრაინის გამარჯვებაზე არის პირველი და რა თქმა უნდა, ის ყველაფერში ცდილობს, რომ გამოხატოს მხნედ ეს ყველაფერი.

თუმცა ჩვენ გუშინაც ვნახეთ და დღესაც, მე ჩემი თვალით ვნახე, რომ მისი ფიზიკური მდგომარეობა არის მძიმე. მას როგორც უჭირს გადაადგილება, ასევე გამოიყურება სუსტად“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“პოლიტიკურ ბრძოლაში ვართ და ყველა ჟესტი, სიტყვა თუ ქმედება ამ ბრძოლის ნაწილად აღიქმება” –...

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“სოლიდარობა არის ის მთავარი ღერძი რის გარშემოც უნდა აიგოს ჩვენი ბრძოლა და რასაც უნდა...

კონკრეტულ ფაქტებზე მიანიშნებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სამყაროში ყველაფერს თავისი ფასი აქვს, რომლის გადახდაც ადრე თუ გვიან გიწევს. აი როგორი იქნება...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტული მძიმე ფაქტების ჩამოთვლას ახდენს "ქართულ...