ორშაბათი, ივლისი 14, 2025
31.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოლიტიკა„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის...

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას ამიტომ დაუყოვნებლივ შექმენით მექანიზმი სანქციების კუთხით

პოლიტიკური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ გამოდის ინიციატივით, რომ დაუყონებლივ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით მოხვედრის შესაძლებლობას.
ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს, რადგან მათი აზრით ნებისმიერი ეჭვი და დაკარგული დრო სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს დღეს აქვს უმთავრესი გამოწვევა, უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფა.
სწორედ უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის საქართველო ვალდებულია ნათლად დააფიქსიროს პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით და არა მხოლოდ დააფიქსიროს, არამედ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები და არ იქცეს სანქცირებული რუსული პროდუქციის ტრანზიტად, რადგან მშვიდობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორი არის დასავლეთი და არა „ქართული ოცნების“ ჩირგვებში ჯდომის პოლიტიკა.

სწორედ ამიტომ, მივმართავ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, აუცილებელია სასწრაფოდ შეიქმნას მექანიზმები, რომლებიც სამართლებრივ და საკანონმდებლო დონეზე გამორიცხავს სანქცირებული პროდუქტების რუსეთში საქართველოს გავლით გატარების შესაძლებლობას, რადგან ამ მიმართულებით არსებული ნებისმიერი ეჭვი და დაკარგული დრო შესაძლებელია სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

თუ ფიქრობთ, რომ ასეთი აქტები არ არის საჭირო, მაშინ გვიპასუხეთ, რა სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეუძლია შეაჩეროს ქართველმა მებაჟემ რუსეთისთვის განკუთვნილი სანქცირებული ტვირთები? თუ არსებობს, მაშინ გავასაჯაროვოთ და დავარწმუნოთ ამაში საზოგადოება და ჩვენი პარტნიორებიც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტია არის არა „ქართული ოცნება“ და მისი პოლიტიკა, არამედ ეროვნული კონსოლიდაცია და დასავლელი პარტნიორების მობილიზება თავისუფლებისა და უსაფრთხოების საკითხზე, რასაც სამწუხაროდ არ აკეთებს მმართველი პარტია და დაკავებულია პროპაგანდით და ცრუ საფრთხეებთან ბრძოლით. ყოველი დაგვიანებული დღე საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და სანდოობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში და სანდოობას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების თვალში“, – ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დღეს ევროპა დემოკრატიულ უკუსვლას და უმძიმეს ღირებულებით კრიზისს განიცდის” – “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს...

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება ავრცელებს 17 ევროპული სახელმწიფოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დღეს მივხვდი, რომ თეა წულუკიანის პორტრეტი ძალიან დამშვენდებოდა მისი სასახლის კედლებს🤣” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას (ირონიული) შეთავაზება: "ბატონი ბიძინას კოლექციიდან რაღაც ნიმუშები...

“ლევანი არის ერთ-ერთი ყველაზე სწორი და მამაცი ადამიანი ვისაც ვიცნობ და მას ვერაფერი ვერ...

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან...

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” –...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა: "მაგარ შარშია "ოცნება" - იმდენი...

“მეც ასე მომიკლეს დედა, დევნით, ზეწოლით და უსამართლობის განცდით” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია პატომრობაში მყოფ ზურაბ ჯაფარიძის...