კვირა, ოქტომბერი 26, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და...

“დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს და განმარტებებს აკეთებს დიდ დიღომში განსახორციელებელ პროექტთან დაკავშირებით:

გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არ გაცემულა არანაირი ნებართვა ან შეთანხმება.

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულთა დასაკმაყოფილებლად, იწყება მშენებლობა, რომელიც ათეული წლები იყო გაჩერებული.

სამშენებლო ობიექტზე ტექნიკის განთავსებისთანავე თბილისის მერიამ დაიწყო საკითხის მოკვლევა. თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, ინვესტორს უარი ეთქვა დასახლებულ ტერიტორიაზე ბეტონის საწარმოებლად საჭირო დანადგარის ამუშავებაზე, რასაც კომპანია დაეთანხმა.

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“განხეთქილება მაფიაში, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარ მაფიოზს სახელმწიფო აქვს უზურპირებული და მის ბერკეტებს იყენებს...

"ქართული ოცნების" ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას...

“2 უმნიშვნელოვანესი გარღვევა ხდება უკრაინის საკითხში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ფრონტზე მოსალოდნელ სერიოზულ...

“ამ ბოლო დროს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე ველოდი, რა იქნებოდა რუსეთიდან გადადგმული შემდეგი ნაბიჯი...

საქართველის პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარე, მანანა ჯებაშვილი, სოციალურ ქსელში, საფრთხისშემცველი...

“ახლა მაინც თუ ხვდებით რომ გათითოკაცებამ იცის მარცხი, ერთობას ალტერნატივა არ აქვს” – თაკო...

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში მიმდინარე...