კვირა, აპრილი 20, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"მასტერ ლიგის" ტურნირის პირველ მატჩი თბილისის მერიის გუნდის...

“მასტერ ლიგის” ტურნირის პირველ მატჩი თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა

თბილისის მერიის მიერ ახლად აშენებულ საფეხბურთო მოედანზე დღეს „მასტერ ლიგის“ ტურნირი დაიწყო, რომელიც თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდებს შორის მატჩით გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვები მონაწილეობდნენ. მატჩი, რომელშიც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მონაწილეობდა, თბილისის მერიის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

დღეს დაიწყო ძალიან კარგი ტურნირი – „მასტერ ლიგა“, რომელიც თბილისის მერიისა და ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება. მე თვითონ ვმონაწილეობ ამ ტურნირში და მიხარია, რომ ბევრი ახალგაზრდაა ჩართული. თუ გადავხედავთ გასული წლების სტატისტიკას, მაგალითად, წინა წელთან შედარებით, 35 პროცენტითაა გაზრდილი მონაწილეთა რაოდენობა, რაც ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ყოველთვის წავახალისებთ ჯანსაღი ცხოვრების წესს და ასეთი პროექტები, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს სპორტის განვითარებას. პირადად ვარ ჩართული, ვმონაწილეობ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და მინდა, ყველა მონაწილეს წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მასტერ ლიგა, უკვე მეოთხე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება. აღსანიშნავია, რომ წელს, მონაწილეთა რაოდენობამ, ჯამში, 74 გუნდი შეადგინა. აღნიშნული გუნდები სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული (MASTER LEAGUE, MASTER LEAGUE-II და MASTER LEAGUE-III).
რაც შეეხება საფეხბურთო მოედანს, მისი მშენებლობა გასული წლის ნოემბრიდან დაიწყო „მზიურისა“ და ვაკე- საბურთალოს პოლიციის N1 განყოფილების მიმდებარედ არსებული ძველი მოედნის ადგილას.

მოედანზე მოეწყო FIFA-ს სტანდარტის ხელოვნური საფარი, რომელიც ხარისხის შესანარჩუნებლად პერიოდულად დაივარცხნება. გარდა ამისა, 208 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; მოეწყო ხის კოტეჯი, სადაც განთავსდა გასახდელები და სველი წერტილები; დამონტაჟდა გარე განათება და მოედნის გარშემო დაიგო ქვაფენილი. პროექტის საერთო ბიუჯეტმა 1 184 530 ლარი შეადგინა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კომისიის სახედ შეარჩიეს ზიზღის ჯგუფის ლიდერი ქალბატონი, რომელიც სძულს არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ დარჩენილი ქოცების...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს "ქართული...

“მე ვამაყობ იმით რომ დავამარცხეთ კრიმინალი და გადავარჩინეთ უამრავი ადამიანის სიცოცხლე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აფრაძიძეების, ვაზაგაშვილის და სხვათა...

“ქოცების დიქტატურა ისტორიაში შევა როგორც ნიფხავგამოხეული დიქტატურა” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მმართველ პარტიას კონკრეტულ...

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი მოქალაქეებს უფასოდ, გახანგრძლივებული დროით მოემსახურება....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...