ორშაბათი, მაისი 12, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიაგიორგი ვაშაძე: "ყველა თემას უნდა კომპლექსური მიდგომა, მხოლოდ...

გიორგი ვაშაძე: “ყველა თემას უნდა კომპლექსური მიდგომა, მხოლოდ ფულის დახარჯვა საკმარისი არ არის”

სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში მოვაძლიეროთ სოფელი, გლეხი, ფერმერი სოფელში, მისი პროდუქტიულობა და შემოსავალი გავზარდოთ და ადამიანური პირობები და გარემოებები შევუქმნათ იმ ნაბიჯებით, რასაც დგამს სამინისტრო“,- ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას უსმენენ.

გიორგი ვაშაძის თქმით, პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში ამ ორი ძირითადი – სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებითაა, სამინისტროს მხრიდან კომპლექსური მიდგომა ჭირდება.

სოფელი და სოფლის მეურნეობა გვაწუხებს ყველას. განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას, გლეხს, ფერმერს, რომელიც არის ალბათ ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში. ყველაზე დაბალი შემოსავალი დღეს საქართველოში არის სოფლად. ყველაზე მცირე გამომუშავება არის სოფელში. ყველაზე მეტად უჭირს გლეხს. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო გვჭირდება იმისთვის, რომ პირველ რიგში მოვაძლიეროთ სოფელი, გლეხი, ფერმერი სოფელში, მისი პროდუქტიულობა და შემოსავალი გავზარდოთ და ადამიანური პირობები და გარემოებები შევუქმნათ იმ ნაბიჯებით, რასაც დგამს სამინისტრო.

ყველა თემას უნდა კომპლექსური მიდგომა, მხოლოდ ფულის დახარჯვა საკმარისი არ არის. ის, რომ გლეხს დღეს არ აქვს მიწა საკმარისი, პრობლემაა და ამ პრობლემას ჭირდება მოგვარება. სპორადული რეგისტრაციის ათი წლის შემდეგ დაწყება კი არა, რაც იყო დაწყებული, უნდა გაგრძელებულიყო და დღეისთვის უკვე რეგისტრირებული უნდა იყოს ყველაფერი. თავისუფალი მიწა, რეალურად სოფელში მცხოვრებ გლეხს გადავცეთ, ისედაც გამოუყენებელია.

მინდა ვისურვო, რომ უფრო სისტემური მუშაობა იქნება სოფლის მიმართულებით და თუ დაგაინტერესებთ, ჩვენი სპეციალისტებიც მუშაობენ ამ მიმართულებით, სერიოზული გუნდი გვყავს და მზად ვართ, რომ გარკვეულწილად გაზიარებაც მოხდეს სამუშაო პროცესში გარკვეული მიმართულებების, რომ სოფელს ეშველოს, გლეხს ეშველოს, ფერმერს ეშველოს და წინსვლა იყოს ამ მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილოს რეფორმებზე, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით არის გასატარებელი.

რაც შეეხება გარემოს დაცვის მიმართულებას, ვფიქრობ, რომ გარემოს დაცვაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ასოცირების შეთანხმების კუთხით ყველაზე მეტი შესასრულებელი ვალდებულება სწორედ გარემოს დაცვის კუთხით არის, ბევრი არასწორი რეფორმები იგეგმება და იმედია, ამაზე თქვენ მაინც გაამახვილებთ ყურადღებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე სწორად გადაიდგას ეს ნაბიჯები, მეტი დეცენტრალიზება იყოს, დღესვე სწორად დავიწყოთ, ფუნდამენტი სწორად ჩავდოთ ამ კუთხით“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ასეთი საცოდაობა მართლა იშვიათია… პოლიციის კაპიტანს, რომელსაც ლოყა სტკივა და ქალი ჟურნალისტის სილაზე დღემდე...

სასამართლო პროცესზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ გაკეთებულ...

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“ქვეყნის ჭაობიდან ამომყვანის გათავისუფლების მოთხოვნას პუნქტების ჩამოთვლა არ სჭირდება” – კობა ხაბაზი მიხეილ სააკაშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“ცოტა ბოდიში მომითხოვია იმათთან, ვინც გუშინ შვებით ამოისუნთქეთ😁” – ნინო ჯანგირაშვილი სანქციებთან დაკავშირებით

"მეგობარი აქტის" კონგრესში მიღების შემდეგ გამოქვეყნდა სანქცირების კანდიდატთა სავარაუდო...

“მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი, პუტინის ტყვე” – ბეჟან კავახია

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...